რეზონანსი
05.11.2018

 (რეზონანსი) დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ რუსთვი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას პროკურატურაში უჩივის.

დღეს 17:30-ზე მთავარ პროკურატურაში (ორთაჭალაში) შემაქვს განცხადება გვარამიას ბოდვებთან დაკავშირებით, ვითხოვ გამოიძებას იმ ფაქტების რაზეც გვარამია წუხელ საუბრობდა. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ირიბი მუქარა, არანაირი კავშირი მქონია ქურდულ სამყაროსთან და შესაბამისად, არც არანაირ საფრთხეს არ ველი რაღაც გაუგებარი ვითომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისგან. ეთადერთი, რისი ეჭვიც მაქვს, ესაა დაგმილი პროვოკაცია ნაცმოძრაობისა და მათი რუპორის გვარამიას მხრიდან.

თუ რაიმე მოხდა მინდა ყველამ იცოდეს რომ ჩემი ვარაუდით ეს იქნება მხოლოდ გვარამიასა და მისი პარტიის მხრიდან განხორციელებული ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოსაწყობად.

ერთი სიტყვით ვითხოვ გამოძიებას, დაიკითხოს გვარამია რათა სამართალდამცავმა სტრუქტუტურებმა გაარკვიონ მქონია თუ არა ოდესმე კავშირი კრიმინალებთან და მიპირებენ თუ არა პროვოკაციას გვარამია და მისი პარტიის ლიდერები, მე მათგან არაფერი გამიკვირდება" - წერს ცაგურია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×