რეზონანსი
05.11.2018

 გადაცემა “პოსტსკრიპტუმი”-ს წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საკუთარ სიტყვაში “ქართული მარში”-ს ერთ-ერთ წევრ კონსტანტინე მორგოშიას შესახებ შეურაცხმყოფელ კონტექსტში ისაუბრა და განაცხადა რომ მას “ბოულინგის ბურთს მიუგავს თავი”.

გაბუნიას განცხადებას მორგოშიას ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გამოეხმაურა.

“მივმართავ ტელეკომპანია რუსთავი 2 – ს, ჟურნალისტ – გიორგი გაბუნიას, მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ არაეთიკურ განცხადებასთან დაკავშირებით! როგორც, "ქართული მარშის" ერთ–ერთი ლიდერის – კონსტანტინე მორგოშიას ადვოკატი, მოვითხოვ საჯაროდ მოუხადოს გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ

საჯარო შეურაცხყოფისთვის, პიროვნული დაცინვის და ვიზუალური იერსახის დამამცირებელი და შეფასებისთვის. 

იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი მოთხოვნას უგულებელჰყოფს, მივმართავთ ორგანიზაცია – ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიას და სასამართლოს. ზეამოღნიშნული

მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო გადაცემისა!” – აცხადებს კუბლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×