რეზონანსი
05.11.2018

გორში მოკლული 9 წლის გოგონას ახლობლები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ და მკვლელობაში ბრალდებულის მათთვის გადაცემას მოითხოვენ. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, გორის სამხარეო პოლიციაში მოკლული გოგონას ოჯახის წევრებს გამომძიებლებმა საქმეში არსებული ფოტო და ვიდეომასალის ნახვა შესთავაზეს. ოჯახის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, არსებული ფოტო და ვიდეომასალა მძიმე სანახავია.

“მასალებით დასტურდება, რომ მას ბრალად აქვს წარდგენილი გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ. დეტალებისგან თავს შევიკავებ, გასაგები მიზეზების გამო. მასალა იყო ძალიან მძიმე. ვიდეო ბრალდებულის გადაღებულია. დგინდება, რომ სისხლი აღმოჩნდა იმ სახლში, სადაც ბრალდებული მუშაობდა და სადაც სავარაუდოდ მოკლულია გოგონა. ამასთან, დგინდება, რომ ბრალდებულის ტანსაცმელზე ამოღებულია გარდაცვლილის სისხლის კვალი“, – განაცხადა გიორგი გელხაურმა.

მოკლულის ბაბუა დაკავებულის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×