რეზონანსი
06.11.2018

 გორში მოკლული ბავშვის, ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრებს საქმის მტკიცებულებები გააცნეს, სადაც ბრალდებულის მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალაა. ადვოკატის განცხადებით, კადრები უმძიმესია და არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას ასახავს. მოკლული ბავშვის მამა, მიხეილ ბერიაშვილი ამბობს, რომ მასალის სიმძიმიდან გამომდინარე, ის მტკიცებულებებს ვერ გაეცნო. "უმძიმესი კადრებია, ვერ ვნახე, არ შემეძლო", - თქვა მან.

ადვოკატს საქმის მასალები სრულად გადაეცა. ნანა ბერიაშვილის ოჯახი ბრალდებულ იაგო ნებიერიძის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი რამდენიმე დღის წინ დაუმძიმდა და მას გამოძიება არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებასაც ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×