რეზონანსი
06.11.2018

 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აღიარებს, რომ თავის დროზე გუნდში ბევრი ფიქრობდა, რომ კასრების თემა ასე არ უნდა დამთავრებულიყო. არასამთავრობო ორგანიზაციები დავპატიჟეთ და ეს ჩანაწერები ვაჩვენეთ. პირადად მე ვერ ვუყურე, რადგან იმდენად მძიმე იყო, ვერ გავუძელი. უცხოელებმა უყურეს და ითქვა, მოდით, ეს ყველაფერი დავამტვრიოთ და წარსულს ჩავაბაროთ.

"კი ბატონო, მაგრამ ამის წარსულში ჩაბარება მარტო შენ ხომ არ უნდა გააკეთო?! როცა დაინახავ, რომ მეორე პოლიტიკური ძალა ამაში არ აგყვება, გიჩნდება აზრი, რომ მე შეცდომა მომივიდა, როცა ამათ დავუთმე და კოჰაბიტაციაზე გადახვედი. საბოლოოდ, 187 ადამიანი გასამართლდა, რაც საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ბოლომდე ამოძირკვო ყველაფერი, რამაც ასეთი მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა. კოჰაბიტაცია სხვა რამეზე გვითხრეს, ჩვენ კი შეწყალების ინსტიტუტად ვაქციეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ "პირველი არხის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×