რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატი გიგა მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ პროკურატურამ ფარცხალაძეს ცემის მუხლით წარუდგინა. ფარცხალაძეს აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა თორდიას ცემას ედავებიან.

"ჩვენ დავადასტურეთ, რომ არანაირ თავდასხმას არ ჰქონია ადგილი ჩვენი მხრიდან. განვმარტეთ, რომ პროვოცირებას ადგილი ჰქონდა ე.წ. დაზარალებულის მხრიდან და ვაპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას", - აცხადებს მოსიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×