რეზონანსი
06.11.2018

 (რეზონანსი) კასპის რაიონის ყოფილი გამგებელი ოლეგ იაძე "ქართულ ოცნებაში" დაბრუნდა. იაძე ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში მივიდა, სადაც პარტიის ლიდერები რეგიონალური შტაბების ხელმძღვანელებსა და მუნიციპალიტეტების მერებს ხვდებიან.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა სტატუსით იმყოფება მმართველი გუნდის ყოფილი წევრი „ქართული ოცნების" შეხვედრაზე, იაძე ამბობს, რომ ის სპორტის მიმართულებით მუშაობს.

„აქ ვმუშაობ. რა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიყო. ვმუშაობ სპორტის მიმართულებით"-ამბობს იაძე. ოლეგ იაძემ თანამდებობა 2013 წელს დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×