საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობა მრავალ სფეროში ვითარდება, მათ შორის არსებობს პერსპექტივები ბიზნესის მიმართულებითაც, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თანამედროვე ტექნოლოგიები.
სწორედ ამ მხრივ არის საინტერესო ის პროდუქცია, რომელსაც ორი პოლონური კომპანია: Spectre Solutions და Sport Vision Technology აწარმოებს.
როგორ ამ კომპანიების ხელმძღვანელმა სებასტიან კონკოლმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მისი კომპანიების პროდუქცია სწორედ ის არის, რაზეც საქართველოში ამჟამად არის და უახლოეს მომავალშიც იქნება მოთხოვნილება.
უფრო კონკრეტულად კი Spectre Solutions აწარმოებს სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების დრონებს, რომლებსაც 150 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია 3-5 კილოგრამი ტვირთის გადატანა უმოკლეს პერიოდში.
Sport Vision Technology კი აწარმოებს აპარატურას, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ტიპის სპორტულ შეჯიბრებაზე აწარმოოს დაკვირვება და დაწვრილებით ანალიზი გაუკეთოს თითოეული სპორტსმენის მოქმედებასა და ეფექტურობას, რაც მწვრთნელებისა და სპეციალისტებისათვის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის მიიღონ სრული სურათი სრულყოფილი ანალიზისთის.
როგორ სებასტიან კონკოლი გვეუბნება ამჟამად საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობის დამუშავება მიმდინარეობს და კომპანიების მზად იქნებიან საქართველოს ბაზარზე სრულყოფილად დაიწყონ ფუნქციონირება, როგორც კი ეს პროცესი დასრულდება.