რეზონანსი
01.09.2024

პოლონეთში ლუდის წარმოების ინდუსტრია საკმაოდ განვითარებულია და არაერთი მსხვილი საერთაშორისო მასშტაბის და მცირე ლუდსახარშები ფუნქციონირებს რეგიონების მიხედვით.

ვთვლი, რომ პოლონური ლუდი თავისი ხარისხით იმსახურებს, რომ მის შესახებ უფრო მეტი იყოს ცნობილი და უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვოს ევროპის მასშტაბით. მიმაჩნია, რომ სადღეისოდ პოლონეთი კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე და პერსპექტიული ლუდის მწარმოებელი ქვეყანაა, რომელსაც შესაბამისი რეკლამა და ცნობადობა აკლია.

ბოლო წლებში ქვეყანაში სულ უფრო დიდ პოპულარობას იხვეჭს კრაფტ-ლუდი, რომელზეც მოთხოვნა მზარდია და დედაქალაქ ვარშავაში რამდენიმე ასეთ ადგილი არსებობს, სადაც შესაძლებელია ადგილზე დამზადებული კრაფტ-ლუდები დააგემოვნოთ.

პოლონეთის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო კრაფტ-ლუდის მწარმოებელია Pinta Brewery, რომელიც არის პირველი კრაფტ ლუდსახარში ქვეყანაში და კრაფტ-ლუდის შექმნის უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს. თავისი საქმიანობა ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაიწყო. 2021 წელს Pinta brewery უკვე ევროპის 10 და მსოფლიოს 100 საუკეთესო კრაფტ ლუდსახარშთა შორის დასახელდა ratebeer.com-ის მიერ, რაც დიდი საერთაშორისო აღიარებაა.

სადღეისოდ Pinta brewery 2 საფირმო პაბითაა წარმოდგენილი ვარშავასა და ვროცლავში, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ ამ ქალაქების მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შორის და აქ შესაძლებელია მრავალი სახეობის საკუთარი წარმოების ლუდის დაგემოვნება, რომელიც განსხვავებული გემოვნების დაკმაყოფილებაზეა გათვლილი. Pinta brewery-ს ასევე, ექსპორტზეც გააქვს ლუდი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×