ელზა პაპოშვილი
27.01.2021

ოთხშაბათს დილის 10 ახალგაზრდა ქალი ახალქალაქის ყოფილი N1 სამხედრო ქალაქის ხიდიდან გადახტა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ შუახნის ქალი ხიდზე ჯერ ჩამოჯდა, შემდეგ მოულოდნელად წამოდგა და წყლის მილზე შედგა, საიდანაც გადახტა. მათი თქმით, ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ რეაგირება ვერ მოასწრეს. სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს, მედიკოსებს  კი ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

დაღუპული 50 წლისაა და ის ყოფილი პარლამენტარის, ენზელ მკოიანის რძალია.

„შემთხვევა დილის 10 საათზე მოხდა. ქალი ხიდზე ჯერ სეირნობდა, მერე კი ჩამოჯდა. უცნაურად არავის არაფერი მოსჩვენებია. მოულოდნელად წამოდგა, წყლის მილზე შედგა და  ხიდიდან გადახტა. სანამ ხალხი მიხვდა რა მოხდა, მან გადახტომა მოასწრო. შემდეგ გავიგეთ, რომ სკოლაში ინგლისურის მასწავლებელი ყოფილა და ყოფილი დეპუტატის ენზელ მკოიანის რძალია. სკოლაში ძალიან კარგ მასწავლებლად ახასიათებენ. ბოლო დროს ოჯახში გარკვეული პრობლემები ჰქონდა  და სავარაუდოდ,  მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში იყო. სასწრაფოს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა“, - აცახდებს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

თავად ყოფილი პარლამენტარი ენზელ მკოიანი რძლის თვითმკვლელობის მიზეზად  სახელმწიფოს მხრიდან მათ ოჯახზე განხორციელებულ  ზეწოლას ასახელებს. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი მძიმე სტრესულ მდგომარეობაში იყო, რადგანაც მისი შვილი დააკავეს და მასთან დალაპარკების უფლებასაც არ აძლევდნენ, ქმარი კი მანქანაში აუფეთქეს და ჯამრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. 

„ეს არ იყო თვითმკვლელობა, ის მოკლეს. ამ ზღვრამდე მიიყვანეს. ჯერ ჩემი ძმისშვილი დააკავეს. ითხოვდა, ტელეფონით მაინც გამაგონეთ ჩემი შვილის ხმა ციხიდანო, მაგრამ არ ალაპარაკებდნენ. შემდეგ მისი ქმარი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. ამის შემდეგ საგადასახადო შევიდა ყველა იმ კომპანიაში, რომელსაც ჩემი ძმა ფლობდა. გამოწერეს მილიონიანი უაზრო ჯარიმები. მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. 

„ეს უკანონობით გამოწვეული მკვლელობაა. მათ მოკლეს ქალი. ვაფრთხილებდი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, რომ ჩემი ოჯახის ტერორი შეეწყვიტათ, რომ ასეთ ტერორს ოჯახი ვერ გაუძლებდა, მაგრამ მაინც არ შეწყვიტეს. 

„არ არსებობს მაჟორიტარი ვინც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა და ვისზეც ასეთი ტერორი მიმდინარეობდა. მე ვიყავი ტერორის მთავარი მსხვერპლი“, - აცხადებს ენზელ მკოიანი.

გარდაცვლილი ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა.

შსს-მ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის (თვითმკვლელობამდე მიყვანა) საფუძველზე აღძრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×