“ამ უბანში არასრუწლოვნები პირველად არ ქურდობენ, საშინელი სიტუაციაა, ავტომობილებს ძარცვავენ და მაღაზიებს”
ელზა პაპოშვილი
03.02.2021

ყაჩაღობა და დაკავების ოპერაცია თბილისში - ჩიტაიას ქუჩაზე, სუპერმარკეტების ქსელ "სპარის" ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, ორი არასრუწლოვანი სანადირო თოფით და დანით ობიექტის დაყაჩაღებას ცდილობდნენ. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ შემთხვევა დილის 7 საათზე მოხდა. 

სუპერმარკეტში შეჭრილმა თავდამსხმელებმა ნავაჭრი თანხა მოითხოვეს. თუმცა, მათი განიარაღება მაღაზიის მენეჯერმა მოახერხა, რომელმაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ ახალგაზრდები შემთხვევის ადგილას დააკავა. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასრილი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.  

თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როდესაც ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა და დაკავებული არასრუწლოვნები გამოიყვანეს.  მათივე ინფორმაციით, არასრუწლონებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს, რადგანაც ადგილზე საპატრულო პოლიცია მალევე მივიდა და მათი დაკავება მოასწრეს. 

„დილის შვიდ საათზე გავიგეთ, რომ სუპერმარკეტი „სპარის“  დაყაჩაღება უცდიათ. ხმაური და სროლა არ გაგვიგია. მხოლოდ მაშინ მივაქციეთ ყურადღება, როცა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მოვიდა. მივხვდით, რომ რაღაცა ხდებოდა. მერე ორი პატარა ბიჭი დავინახეთ, რომ დაკავებულები მოჰყავდათ. ალბათ ასე 15-16 წლისები იქნებოდნენ. „სპარში“ შეცვენილან სანადირო თოფით და დანებით. მენეჯერისთვი უთქვამთ ფული მოგეციო. 

როგორც ამბობენ, მენეჯერმა მათი შეჩერება შეძლო და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ორივე მათგანი ადგილზევე დააკავეს. ეს ძარცვის პირველი შემთხვევა არ არის. ამ უბანში არასრუწლოვნები პირველად არ ქურდობენ. საშინელი სიტუაციაა, ავტომობილებს ძარცვავენ და მაღაზიებს. ამათ უკან, რომ დიდები დგანან, ამას ლაპარაკი რად უნდა“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.  

ამ დრომდე იკითხეიბან მაღაზიის მენეჯერი და თანამშრომლები. ადგილზე კი პოლიცია კვლავ მუშაობს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×