
ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოისლების შეწყვეტაზე უარის თქმას მმართველი პარტია ორი არგუმენტით ამყარებს. მათი განცხადებით, ბოლო კვირეების კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის 2/3 საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართვას მოითხოვს. ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიამაც თავი უნდა შეიკავონ "ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისგან".
ხელისუფლების ამ გადაწყვტილებას დადებითად აფასებს აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და აცხადებს, რომ ეს კარგი შანსია მოლაპარკებისთვის. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი კი ოპოზიციური დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნების საკითხს მმართველი პარტიის მხრიდან სწორი ნაბიჯის გადადგმად აფასებს.
"ვთვლი, რომ ყველა შესაძლებლობა, რომელიც პარლამენტის მუშაობაში საკუთარ როლზე დაფუძნებული მონაწილეობის საშუალებას გააჩენს, ერთადერთი კარგი შედეგი იქნება. დანარჩენი, ჩემი აზრით, იქნება ყველასთვის წამგებიანი სიტუაცია. ვინაიდან, ეს იქნება მმართველი პარტიის მარცხი, ოპოზციის მარცხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადების მარცხი"- აცხადებს კარლ ჰარცელი.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებაზე ოპოზიციის პასუხია, რომ ოპოზიცია თავისი საქმით ხალხის სამსახურშია და სწორედ იმ დაკვეთას ასრულებს, რაც საზოგადოებას სურს.
"ხალხს სურს პრობლემების გადაჭრა, ხალხს სჭირდება დემოკრატიული არჩევნები, რომ ამ გზით განსაზღვრონ ვის მიანდონ ქვეყანა სამართავად"- აცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობაში"
რა იქნება შემდეგ და როგორ შეიძლება ქვეყანაში მოვლენები განვითარდეს, ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გიგი თორაძე გამოსავალს მხოლოდ მოლაპარკებების გაგრძელებაში ხედავს და აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს მოლაპარკების მე-5 რაუნდი.
"ძალიან რთულ და არაორდინალურ ვითარებაში აღმოვჩნდით. ჩემს სიცოცოხლეში ასეთი სიტუაცია არ მახსოვს - ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში არ შედის. ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
"ჩემი აზრით, პირველ რიგში ფისქოლოგიური მომენტია გადასალახი. ორივე მხარემ უნდა დაივიწყოს ამბიციები და მიუსხდნენ მოლაპარკების მაგიდას. სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს მოლაპარკების მე-5 რაუნდი და ერთ თვეში მაინც უნდა გადაწყდეს ეს საკითხი, რადგან დრო აღარ იცდის. თორემ ისევ იმ ჭაობაში დავრჩებით, რომელშიც დღეს ვართ.
"ტელეეთერებით მხოლოდ ის ისმის "შევლენ-არ შევლენ", "ბიძინა წავიდა არ წავიდა" "ვაქცინა- ჩინური თუ ამერიკული", ყველა არხზე ამაზეა ლაპარაკი, ერთი და იგივე სახეებით. ამით ცხოვრობს დღეს მთელი ქვეყანა, ამის ატანა კი აღარ შეიძლება. რა უნდა მოლაპარკებას, ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ამიტომ დასხდნენ და შეთანხმდნენ" - განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.