ია აბულაშვილი
04.02.2021

„ფაიზერის" ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა, ამის შეხებ განცხადება უკვე გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. კოვაქს პლაფორმიდან მიღებული 29 250 დოზა დახლოებით 14 000 ადამიანს ეყოფა. ფაიზერის ვაქცინა, რომლისთვისაც საჭიროა ულტრადაბალ ტემპერატურაზე, მინუს 70-80 გრადუსზე, შენახვა, დასაწყობდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის თბილისის სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულია დაახლებით 10-მდე საავადმყოფო და 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისაა და ბათუმში. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, დღის განმავლობაში დაახლებით 1000-მდე ადამიანი აიცრება. თუ მოსახლოების 60% კორონავირუსზე აიცრა, ქვეყანაში სერიოზული იმუნური ფენა შეიქმნება და კოვიდი დამარცხდება.

ქვეყანაში აცრის მსურველთა დიდ რაოდენობასთან ერთად, ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი. როგორც ეპიდემიოლოგები აღნიშნავენ, მოქალაქეთა ის ნაწილი, რომელიც ვაქცინაციის მიმართ უნდობლობას იჩენს, დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების მსხვერპლნი არიან. როგორც "რეზონანსთან" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძემ განაცხადა, მზადაა კოვიდის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს.

„მზად ვარ პირდაპირ ეთერში გავიკეთო პირველი ვაქცინა. ვაქცინის გაკეთების შემდეგ 20 წუთი გავჩერდები კლინიკაში, რათა ყველამ ნახოს რა მოხდება. ეს არის ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. მე პირველ რიგში ვარ ექიმი და ვიდრე ჩემი პაციენტები გაიკეთებენ, მე გავიკეთებ ვაქცინას. რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ძალით ვაქცინის გაკეთებას ვერავინ ვერ გაიძულებს, მაგრამ სასურველია, ამ პროცესში მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართვა, რათა ეს ვერაგი დაავადება დავამარცხოთ.

მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ვიდრე ჩვენამდე მოვა ეს ვაქცინა მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აცრილია და ყველაფერი შეფასებული. საქართველო მზად არის ვაქცინაციისთვის, როგორც ინფრასტრუქტურულად ისე კადრებით და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყანაში შემოვა მხოლოდ ის ვაქცინა, რომელსაც აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზციის ავტორიზაციის სტატუსი," - განაცხადა „რეზონანსთან" ლადო კახაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×