რეზონანსი
01.03.2021

3 წლის წინ რუსთაველმა ნიკა მუსერიძემ აღმოაჩინა, რომ მის პატარა ქალაქში, მწვანე სკვერში სეირნობა არც ისეთი სასარგებლო იყო მისი ჯანმრთელობისთვის, როგორც ამით წლების განმავლობაში რუსთაველები ამაყობდნენ. ნიკამ შეიტყო, რომ რუსთავში ჰაერის მძიმე, 77%-იანი დაბინძურება ფიქსირდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ „2019 წელს, 365 დღიდან, რუსთაველებმა 281 დღე ცუდი, ან ძალიან ცუდი ჰაერი ვისუნთქეთ".

რუსთავში ჰაერის მძიმე დაბინძურების მთავარი წყარო იქ ამუშავებული, 40-მდე სხვადასხვა ტიპის ქარხნის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვია, რაც რუსთაველებს სუნთქვის საშუალებას იმიტომ არ აძლევს, რომ, ადგილობრივი აქტივისტების თქმით, საწარმოები მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს ბოლომდე არ ასრულებდნენ და წარმოების სტანდარტებს არღვევენ.

„არ იყო მარტივი ამ ყველაფრის მოსმენა დაგააზრება, - იხსენებს 35 წლისაქტივისტი ნიკა მუსერიძე, - მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა".

„გავიგუდეთ" - თავდაპირველად ფეისბუკში გვერდი გამოჩნდა ამ სახელწოდებით, რომლის აღწერაშიც ეწერა: „ჩვენი მიზანია, რუსთავში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება". ფოტოებმა და ვიდეოებმა, სადაც რუსთავის ინდუსტრიული ნაწილიდან დიდი რაოდენობით უკონტროლოდ გამოსული კვამლი თვალითაც ჩანდა, მოკლე დროში რუსთავის ფარგლებს გარეთაც გააღწია.მალევე, მოძრაობამ „გავიგუდეთ",რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ ნიკა იყო, აქციის შესახებ გამოაცხადა. 2019 წლის შემოდგომით სამი ადამიანისგან შემდგარი მოძრაობის მიერ მოწყობილ დემონსტრაციას 500-ზე მეტი მოქალაქე შეუერთდა.

ეს იყო მნიშვნელოვანი პრეცედენტი საქართველოში, როცა სამოქალაქო, გარემოსდაცვითი მიზნის ქვეშ რეგიონულ ქალაქში ასობით ადამიანი გაერთიანდა და საკუთარი უფლებების და გარემოს დაცვა გადაწყვიტა. ეს მოვლენა საინტერესოიყო იმითაც, რომ აჩვენა ადგილობრივი მოსახლეობის მზაობის მაგალითი - თვითნ ჩაერთონ მათ ირგვლივ პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტაში.

მოძრაობის დაარსებიდან სამი წლის თავზე, რუსთაველების აქტიურობის შედეგად, ქალაქს უკვე „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების" ახალი სამოქმედო გეგმა აქვს. პარალელურად, შემუშავდა განახლებული კანონპროექტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რაც გარემოს დამაბინძურებელი კომპანიებისთვის გაზრდილ ჯარიმებს ითვალისწინებს. მასზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული მოძრაობა „გავიგუდეთ".

მაშინ, როცა რუსთაველები ჰაერის დაბინძურებას ებრძოდნენ, მათგან შორს, გურიაში, ირმა გორდელაძემ და მისმა თემმა გურიის მდინარეები და, როგორც თვითონ იხსენებენ, მთლიანად მდინარე აჭისწყლის ხეობა განადგურებას გადაარჩინეს.

ამ ყველაფერს საფრთხეს გურიაში ქვაღორღის მომპორვებელი კარიერები უქმნიდა. ირმა გორდელაძემ, რომელმაც მოგვიანებით გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკო" დააფუძნა, და მის გარშემო შემოკრებილმა ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოარკვიეს, რომ კარიერები უკონტროლოდ მოიპოვებდნენ ქვაღორღს და აზიანებდნენ მდინარის კალაპოტს, სანაპიროს.

„ადამიანებს ვეუბნებოდით: ‘შენ გაქვს კონსტიტუციური უფლება, დაიცვა მდინარეები...ცნობიერების ამაღლებას ვახდენდით, მათ გააქტიურებას და ჩართავს გარემოს დაცვაში", - იხსენებს ირმა იმ პერიოდს, თუ როგორ ეყრებოდა საფუძველი სამოქალაქო მოძრაობას, რომელსაც „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები" უწოდეს.

„როდესაც ასწავლი სამოქალაქო განათლებას, წლები, და შენს მოსწავლეებს ეუბნები, რომ მოხალისეობა, აქტიურობა, ირგვლივ პრობლემების მოძიება, ამის გადაჭრა უნდა ისწავლოთო - ეს მხოლოდ თეორია გამოდის იმ შემთხვევაში თუ შენ პირადად არ აძლევ მაგალითს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თაობები, რომლებიც ახლა სამოქალაქო განათლებას სწავლობენ, აქტიურად არიან ჩართული - ჩვენზე უკეთესად მოუვლიან საქართველოს", - ამბობს გორდელაძე.

მოძრაობის შედეგად, გურიაში ხუთი კარიერი დაიხურა - ქვაღორღის მოპოვება შეჩერდა და ადგილობრივმა გარემოსდაცვითმა აქტივისტებმა საკუთარი მისია შეასრულეს, რაშიც განსაკუთრებული როლი ხალხის ერთაიანობამ ითამაშა.

„მათი დახმარების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა", - იგივეს ამბობს საზოგადოების ჩართულობასა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელოვობაზე მოძრაობის - „გავიგუდეთ" - წევრი თინათინ მაღედანი, რომელიც თვითონაც სწორედ აქტიური მოქალაქეობის მაგალითია: რუსთავში ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ კამპანიის შესახებ რომ გაიგო, მოძებნა ორგანიზატორები დაახლა კამპანიებში უკვე ყოველდღიურ რეჟიმშია ჩართული. თინათინი ამბობს, რომ მასთან და ნიკასთან ერთად, მოძრაობის დიდი ძალა ყოველდღიურად მათ დასახმარებლად ჩართული მოხალისეები არიან.

ეს ინიციატივები, რომლებმაც მოკლე ხანში იმდენს მიაღწიეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებშიც კი მონაწილეობენ, ანხეობებში სახიფათო პროცესები შეაჩერეს, საქართველოში სამოქალაქო აქტივიზმის და რეალური ცვლილებების მომტანიმნიშვნელოვანი მაგალითებია. თუმცა, არა - ერთადერთი.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის (USAID/საქართველოს) ახლახან განხორციელებულმა კამპანიამ „დაიწყე ცვლილება შენით" საქართველოს სხადასხვა რეგიონში არაერთი სამოქალაქო აქტივისტი აღმოაჩინა და გააცნო საზოგადოებას.

სკოლის მოსწავლე ახალქალაქში, რომლის მიერ მომზადებულმა მედიაპროექტმა მის სოფელს მრავალწლიანი უწყლობის პრობლემა გადაუჭრა; ახალგაზრდა ქალის ინიციატივა ხულოში, რომლის შედეგადაც ხულოელი ბავშვებისთვისიქამდე არარსებული გასართობი სივრცე გაჩნდა; აქტიური და მიზანდასახული მეზობლები ყველასაგან მივიწყებულ უკანაფშავში, რომლებმაც წლების განმავლობაში იმდენი მოახერხეს, რომ ტურისტულად ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ეს უნიკალური ადგილიც შეგვახსენეს და შესაბამისი უწყებებიც აიძულეს, მათ სოფლებშიინტერნეტი და სატელეფონო კომუნიკაციები შეეყვანათ - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თანამედროვე ინიციატივებისა და აქტივისტებისა, ვინც თავის სოფლებსა და ქალაქებს, თუნდაც უბნებს, დღეს უკეთესობისკენ ცვლიან და ქვეყნის განვითარებაში საკუთარ აგურს დებენ.

ხოლო იმაზე, რომ ერთმა პატარა აგურმა ნამდვილად შეიძლება საფუძველი დიდ შენობას ჩაუყაროს, მარნეულის რაიონში, სოფლებში მალაოღლსა და ხულდარაში არიზ დაშდამიროვისა და ქამრან აფანდიევის წამოწყებაც მეტყველებს.

„ჩვენი მიზანი იყო მაღალი დონის მოაზროვნე ახალგაზრდობის ჩამოყალიბება", - ასე იხსენებს არიზ დაშდამიროვი თავდაპირველ მოტივაციას, თუ რატომ გადაწყვიტეს აქტივობებისა დაცლილ სოფლებშიახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი გაეხსნათ, რომელსაც "ახალი აზროვნების ინსტიტუტი" დაარქვეს.

ერთ-ერთი პირველი,რაც არიზმა და ქამრანმა ახალგაზრდების მოსაზიდად ჩაიფიქრეს - წიგნები იყო. მოგვიანებით, ბიბლიოთეკას კომპიუტერები და ინტერნეტიც დაემატა, რაც განსაკუთრებით პანდემიის პირობებში გამოადგათ: მოსწავლეები, ვისაც სახლში ამის საშუალება არ ჰქონდა, ონლაინ გაკვეთილებს ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე ესწრებოდნენ.

დამფუძნებლები იხსენებენ, რომ თავდაპირველად, მათი წამოწყების სხვებისთვის გასაცნობად არაერთი საინტერესო ღონსიძიებების მოფიქრება დასჭირდათ. თუმცა, ნელ-ნელა, "ახალი აზროვნების ინსტიტუტი"ისეთი პოპულარული გახდა, რომ ბავშვებთან ერთად,მისით დედებიც დაინტერესდნენ.

იმ ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონებში - სადაც დედების დიდი ნაწილის მოვალეობადდიასახლისობა და მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა განიხილებადა ხშირად ამას ადგილობრივი ტრადიციებიც ამყარებს, არიზის და ქამრანის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო ცენტრი ქალებისთვისსაინტერესო აქტივობებისა მთავარი დანიშნულების ადგილიც აღმოჩნდა. ქამრან აფანდიევი იხსენებს, რომ ცენტრში დედების წერილებს იღებდნენ, რომლებიც მათთვის შესაფერის, ახალ ინიციატივებსაც ითხოვდნენ.

„პროექტის ფარგლებში სამმა დედამ აიღო მართვის მოწმობა. ეს არის ჩვენი სოფლის ისტორიაში დიდი რევოლუცია... დედები არა მარტო თავიანთ ოჯახზე, არამედ ქვეყნის ბედზე მსჯელობენ", - ამბობს საკუთარი წამოწყებით ბედნიერი აფანდიევი და, შეჯამებისთვის ამატებს: „ჩვენ ვცადეთ და გამოვიდა ისეთი საზოგადოება, რომელიც თავისუფლად აზროვნებს".

USAID/ საქართველოს კამპანიის „დაიწყე ცვლილება შენით" ქვეშ გაერთიანებულისხვამონაწილეებისა და სამოქალაქო აქტივისტების გასაცნობად, შეგიძლიათ ეწვიოთ ორგანიზაციის ფეისბუკ გვერდს: https://www.facebook.com/USAIDGeorgia და ინსტაგრამის გვერდს: https://www.instagram.com/usaidgeorgia/

#Bethechange

#დაიწყეცვლილებაშენით

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×