ელზა პაპოშვილი
01.03.2021

ქვემო ქართლში 60 წლამდე პედაგოგი მოსწავლეებზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით პოლციიამ დააკავა. მამაკაცის დაპატიმრების გადაწყვეტილება შსს-მ მას შემდეგ მიიღო, რაც ფაქტის შესახებ არასრუწლოვნებმა მათ ფარულად გადაღებული ვიდეომასალა მიაწოდეს. კადრებში  ჩანს მასწავლებელი მოზარდზე გარყვნილ ქმედებას როგორ ახორციელებს. საქმეში ასევე დევს ვიდეომტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს რომ ის სხვა მოსწავლეებსაც ავიწროებდა.  

 „რეზონანსი“ არასრუწლონების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს სკოლას და პედაგოგის ვინაობას. თუმცა, შემზარავი ფაქტის შესახებ სკოლაში საუბრობენ. დაკავებული მამაკაცი სკოლაში წლების განმავლობაში სპორტს ასწავლიდა. სავარაუდოდ, ის მსგავს ქცევაში ადრეც იყო  შემჩნეული, თუმცა მაშინ მას ბრალს მხოლოდ ერთი მოსწავლე სდებდა. 

პოლიციისთვის კი მხოლოდ ერთი ბავშვის ბრალდება საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მასწავლებელი დაკავებული ყოფილიყო. ამიტომაც ის მოღვაწეობას აგრძელებდა, როგორც სკოლაში, ასევე ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენელი იყო.   

სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ როგორც კი მათ ამ ფაქტის შესახებ შეიტყვეს, პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს. მათ მაშინვე საქმის კურსში ჩააყენეს, როგორც სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ასევე პოლიცია. სკოლის ადმინისტრაციამ  მოსწავლეების მიერ გადაღებული ფარული ვიდეო ჩანაწერებიც ნახეს, რის შესახებაც პოლიციას  აცნობეს. 

„ვიდეო მოსწავლეების მხრიდან არის ჩაწერილი. ესაა გაკვეთილზე გადაღებული მასალა, სადაც ჩანს რაღაც ისეთი შევიწროება ერთი მოსწავლის მიმართ, რომელიც  არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, ვერანაირი გამართლება ვერ ეძებნება იმას, რაც ჩანს. 

“უბრალოდ ეს არის უმძიმესი სანახავი ამბავი და ძალიან გვიჭირს ამაზე საუბარი. ეს ადამიანი წლების განმავლობაში სკოლაში ასწავლიდა და საზოგადოებაშიც  პატივსაცემი ადამიანია. მასზე ადრეც იყო ერთ-ერთი მოსწავლის  მხრიდან ბრალდებები, თუმცა მაშინ პოლიციამ მტკიცებულებები და ბავშვის ჩვენება საკმარისად არ მიიჩნიეს, რომ  დაეკავებინათ. ახლა კი საქმეში როგორც ვთქვით, საკამოდ მძიმე ვიდეო კადრებია ასახული და არის მყარი მტკიცებულება იმის, რომ ის ბავშვებზე გარყვნილ ქმდებას ახორციელებდა“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.   

დაკავებული მამაკაცის ოჯახი კი მის ბრალეულობას კატეგორიულად გამორიცხავენ. მათი თქმით, მამაკაცი ცამდე მართალია და ეს არის სკოლის დირექტორის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც მისი სკოლიდან მოშორება უნდოდა. 

მათ არა აქვთ არანაირი ინფორმაცია ვიდეო მტკიცებულებების შესახებ და დარწმუნებულები არიან, რომ ის გამართლდება. ოჯახი ფიქრობს, რომ მამაკაცი კარგად დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×