ქრისტინე კაპანაძე
02.03.2021

მთავრობის გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე საქართველოში კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც 2 მილიონ ადამიანზე მეტია. აკაკი ზოიძის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ყოველდღიურად მინიმუმ 15 ათასი ადამიანი უნდა აიცრას, რაც ტიტანური სამუშაოა, რისთვისაც დაახლოებით 4-ჯერ უნდა გაიზარდოს ის რესურსები, არც ამ მიმართულებით დღეს ჯანდცვის სისტემას აქვეს.

აქედან გამომდინარე, როგორც ზოიძემ „რეზონანსს" განუცხადა, ახლა მთავარი ის კი არაა, თუ როდის დაიწყება ვაქცინაცია, არამედ - როდის დასრულდება და მოესწრება თუ არა წლის ბოლომდე მთავრობის გეგმის შესრულება.

„მასობრივი ვაქცინაციის დაწყება ივნისიდან იქნება შესაძლებელი, იქამდე კი რისკ-ჯგუფები უნდა აიცრან. აქედან გამომდინარე, 15-20 ათასი ადამიანი მაინც უნდა აიცრას დღეში. ამიტომ ეს საკმაოდ დიდი ძალისხმევას, პასუხისმგებლობასა და მობილიზაციას მოითხოვს.

„გააჩნია როდის დავიწყებთ ვაქცინაციას. თუ მარტის ბოლოდან დავითვლით, შეიძლება დღეში უფრო ნაკლები ადამიანის აცრა გახდეს საჭირო წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ასაცრელად. მაგრამ მარტის ბოლოდან მასობრივი ვაქცინაცია ვერ დაიწყება, ამიტომ ბევრად უფრო რთულად არის ვითარება.

„თეორიულად შესაძლებელია, რომ, ვთქვათ, დეკემბრის ბოლომდე მთავრობა განახორციელებს მოსახლეობის 60%-ის აცრას, მაგრამ რეალურად ეს მოითხოვს ტიტანურ ძალისხმევას. არსებული შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს მინიმუმ 4-ჯერ მაინც.

„მთავარი ისაა, რომ ამ 60%-ის აცრა არის ძალიან მნიშნელოვანი, რადგან დაახლოებით 20-30%-ს უკვე გადატანილი აქვს ვირუსი და ამას 60%-იც თუ დაემატა, ჩვენ წარმატებით გავუმკლავდებით ვირუსთან ბრძოლას, დავიცავთ მოსახლეობას და თავს დავაღწევთ შეზღუდვებს.

„ჩვენ რეალურად უნდა ვიდარდოთ იმაზე, თუ როდის დავასრულეთ 60%-ის ვაქცინაციას და არა იმაზე, თუ როდის დავიწყებთ, რადგან კი შეიძლება დავიწყოთ ხვალვე, მაგრამ ვერ მოვახერხოთ დღეში 15 ათასი ადამიანის აცრა.

„მთავარი ის არის, რომ მობილიზებული იყოს ჩვენი მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა. შეიძლება შედარებით გვიან დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი, მაგრამ უნდა გვქონდეს საკმრისი დოზები იმისათვის, რომ მოსახლეობის 60 პროცენტი ავცრათ," - ამბობს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება ვაქცინების საქართველოში შემოტანის სავარაუდო თარიღს, ამაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დამატებითი განცხადება გააკეთა.

„დარწმუნებული იყავით, რომ კოვაქს-პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა და ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, საქართველოში კოვაქს-პლატფორმიდან შემოსული „ასტრაზენეკას" ვაქცინით, დაიწყება", - განაცხადა გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×