ელზა პაპოშვილი
14.03.2021

მოზარდზე სექსუალური ძალადობის კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი - ოზურგეთში 11 წლის გოგონაზე 30 წლის მამინაცვალი სექსუალურად ძალადობდა და ამის შესახებ ბავშვმა პოლციას თავად აცნობა. როგორც „რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, გოგონამ პოლიციაში დარეკა და შველა ითხოვა. მამინაცვალი გოგონას დედაზე 7 წლის წინ დაქორწინდა და გოგონა მაშინ 4 წლის იყო.

ამჟამად გოგონა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მან პოლიციას მოუყვა, რომ მამინაცვალი მასზე სისტემატიურად სახვადსახვა სახის სექსუალურ ძალადობას ახორციელებდა.

ადგილობრივები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ჩვეულებრივი ოჯახი იყო და მათ ბავშვზე ძალადობის შესახებ არაფერი იცოდნენ. მსგავსი ინფორმაცია არც სკოლას ჰქონდა. მასწავლებლებმა და დირექტორმა მომხდარის შესახებ პოლიციისგან შეიტყვეს. პედაგოგების თქმით, მათ ეჭვიც კი არ გასჩენიათ, რომ ბავშვი ასეთი მძიმე წნეხის ქვეშ ცხოვრობდა. 

მოზარდთთან ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობენ. არაა გამორიცხული, რომ ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანონ. 

„არაფერი ძალადობის მსგავსი ბავშვს არ ეტყობოდა. ოჯახიდან ჩხუბის ან კიდევ დაპირისპირების ხმა არასადროს გაგვიგია. ჩვეულებრივი ოჯახი და მზრუნველი დედაა. მამინაცვალისგან არ გვახსოვს, რომ ბავშვისთვის დაეყვირა ან ფიზიკურად შეხებოდა. 7 წლის წინ დაქორწინდნენ, ბავშვი 4 წლის იყო და აი, ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი გაგვიგია.

„როგორც ვიცით, პოლიციაში თავად ბავშვმა დარეკა და შველა ითხოვა. პოლიციას უთხრა, რომ მამინაცვალი მასზე სისტემატიურად სექსუალურად ძალადობდა. არ ვიცით ან ამდენი როგორ მოიფიქრა. მეზობლებისთვის რომ ეთქვა ან სკოლაში განეცხადებინა, ამდენი ხანი ხომ ვიღაც დაეხმარებოდა. 

„ჩვენც მერე გავიგეთ, როცა პოლცია მოვიდა და ეს ბიჭი დააკავეს. ბავშვი კი სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანეს. არ ვიცი, ცოდვას ვერ ვიტყვი, რომ დედა რამეს ხვდებოდა და არ ამბობდა. ეს გოგოც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“ საუბრისას. 

სკოლაში კი აცხადებენ, რომ ბავშვის დედასთან სისტმატიური კომუნიკაცია ჰქონდათ და ბავშვისთვის არასდროს მსგავსი არაფერი შეუმჩნევიათ. დედაც ყურადღებიანი და მზრუნველი იყო, ამიტომაც ბავშვზე რაიმე სახის ძალადობის შესახებ ეჭვიც არასდროს გასჩენიათ. 

„ჩვენც მომხდარის შესხებ პოლიციისგან გავიგეთ. სიმართლე გითხრათ, შოკირებულები ვართ. სკოლაში ფსიქოლოგიც გვყავს, მაგრამ მასაც ბავშვისთვის მსგავსი არაფერი შეუმჩნევია. 

„მასწავლებლებიც გაოგნებულები არიან. არც ჩაკეტილი ბავშვი იყო, რომ ეჭვი რამეზე შეგვეტანა. დედასთანაც სისტემატიური კომუნიკაცია გვქონდა. ბავშვს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევდა. მეტი არაფრის თქმა არ შეგვიძლია“, - განუცხადა „რეზონანსს“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახლა კი ყველაფერი ექსპერტიზის პასუხებზეა დამოკიდებული. 

მამაკაცის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ მასთან ურთიერთობა მისი დაქორწინების შემდეგ გაწყვიტეს. ოჯახი ამბობს, რომ მათი შვილის დაღუპვაში მისი ცოლია დამნაშავე და 7 წლის განმავლობაში მას არ ეკონტაქტებოდნენ. თუ მამაკაცს ბრალი დაუმტკიცდა, მას ციხეში 15 წლამდე გატარება მოუწევს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში, 1991 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს, რომელსაც ბრალად გერზე სისტემატური სექსუალური ძალადობა ედება.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის არასრულწლოვანი შვილის - 2010 წელს დაბადებული ნ.გ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

„ასევე დადგინდა, რომ დ.მ. აღნიშნულ ქმედებას თავისი არასრულწლოვანი გერის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა. მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ოზურგეთის პოლიციის რაიონულ სამმართველოში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება და სამართალდამცველებმა დ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×