ია აბულაშვილი
14.03.2021

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ტურნირზე გამარჯვებას ულოცავს და ამბობს, რომ ეს არის იმ დონის გამარჯვება, „ქართველებს პელეს გუნდისთვის რომ მოეგოთ“. 

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ტრიუმფატორი გახდა, მან ტურნირზე მსოფლიო ვარსკვლავი როჯერ ფედერერი დაამარცხა; ამ გამარჯვებას სპორტსმენის სამშობლოში როგორც დადებითი ასევე ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა, განსაკუთრებით ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციათა მხრიდან, რომლებმაც ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადედ  მოიხსენიეს.

„ამაზე დიდი გამარჯვება რა უნდა იყოს, რაც ამ ქართველმა  ვაჟკაცმა საქართველოს მოუტანა. ეს ის გამარჯვებაა, ქართველებს პელეს გუნდისთვის რომ მოეგო. მეტი რაღა ზეიმი უნდა იყოს.  მაგრამ ნახეთ, როგორ სვავებივით წაესიენ "ფემინისტკა" ქალები. ქალებს მაინც ჰგავდნენ, მე მაგათი დედა...

მაგრამ რა არის გასაკვირი - საქართველოში პირველი  არავის უყვარს. პირველი რომ ხარ, არ გპატიობენ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ გივი სიხარულიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×