ელზა პაპოშვილი
15.03.2021

სასტიკი მკვლელობა კასპში - 33 წლის ნოდარ ღუნაშვილი სასაფლაოზე აიყვანეს, დანით დასერეს და ადგილზე მომაკვდავი დატოვეს. მამაკაცის მკვლლეობაში მისივე მეზობელი და ბავშვობის  მეგობარი 30 წლის მამაკაცია. 

„რეზონანსს“ ადგილობრივები უყვებიან, რომ განზრახ მკვლლეობის მუხლით ზურაბ კახნიაშვილია დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა ეს სასტიკი დანაშაული პირადი ანგარიშსწორების მიზნით ჩაიდინა და სასიკვდილო ჭრილობები ღუნაშვილს დანით მიაყენა. პოლიციამ კი დანაშაულის იარაღი ბრალდებულის  სახლიდან ჩხრეკის დროს ამოიღო. 

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი 14 მარტს სასაფლაოზე მწყემსმა დღის მეორე ნახევარში აღმოაჩინა. გარდაცვლილს მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა, რაც, სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზიც გახდა. თუმცა, ოფიციალურ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. ადგილობრივებს უჭირთ იმაზე საბარი, რა გახდა ამ სასტიკი დანაშაულის მიზეზი, რადგანაც ბრალდებულიც და გარდაცვლილიც ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. 

გარდაცვლილმა საპატიმრო რამდენიმე კვირის წინ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელს ოჯახური ძალადობის მუხლით იხდიდა. მიუხედავად ამისა, ოჯახის წევრები შურისძიების ვერსიას გამორიცხავენ. ეჭვი ეპარებათ იმაშიც, რომ მომხდარი ღუნაშვილის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდეს.

ვერსიებზე საუბარი უჭირთ გარდაცვლილის ახლობლებს და მეგობრებს. იხსენებენ, რომ ღუნაშვილს უკანასკნელად 13 მარტს საღამოს შეხვდნენ და ის სახლში არ დაბრუნებულა. 

„წარმოდგენა არ გვაქვს რა უნდა გამხდარიყო ამ სასტიკი მკვლლეობის მიზეზი. მეზობლები არიან და ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. მათ რაიმე სახის დაპირისპირება არ ჰქონიათ. 

“ყველასთავის გაუგებარია რა გახდა ამ საშინელი დანაშაულის მიზეზი. როგორც ამბობენ, სასაფალაოზე წაიყვანა და დანით დასერა. მომაკვდავი კი იქვე სასაფლაოზე დატოვა. მწყემსმა დღის მეორე ნახევარში იპოვა. ოჯახი ეძებდა, რომ სახლიდან გავიდა და ტელეფონზეც არ გვპასუხობსო. 

“არ ვიცით, ამ ბიჭის კვალზე როგორ გავიდნენ. პოლიცა მოვიდა და  ხელბორკილები დაადეს. სახლიდან კი დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. სრულიად წარმოუდგენელია, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა. ან რა მიზანი ჰქონდა, არ ვიცით. გარდაცვლილი ციხიდან სულ რაღაც ერთი კვირაა რაც გამოვიდა და ასეთი საშინელება მოხდა“, - უყვება „რეზონანსს“ გარდაცვლილის და ბრალდებულის მეზობელი.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 108-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×