ელზა პაპოშვილი
17.03.2021

მორიგი სექსუალური ძალადობა 14 წლის გოგნაზე - კახეთში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე გოგონას თანასოფლელი 26 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც  მოსამართლემ სათანადო მტკიცებულებების არ ქონის გამო სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა, პატიმრობაში რჩება მოზარდის 25 წლის ძმა, რომელმაც დის გაუპატიურების შეტყობის შემდეგ დაზე ფიზიკურად ძალადობდა.  

სავარაუდოდ, ამის შესახებ ინფორმაცია გოგონას მშობლებსაც ჰქონდათ, თუმცა, ფაქტს მალავდნენ.  სავარაუდო ბრალდებულის წინააღმდეგ კი გოგონა ჩვენებაში ამბობს, რომ მას სექსუალური კავშირი ნებაყოფილობით ჰქონდა და გაუპატურების ფაქტი არ ყოფილა. თუმცა, 16 წლამდე მიუღწეველ არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.  

გოგონაზე სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ კი პოლიციას სკოლამ აცნობა. როგორც სკოლაში „რეზონანსს“ უყვებიან, 14 წლის მოზარდზე არსებული ფიზიკური დაზიანებები მისმა კლასის დამრიგებელმა შენიშნა. მას ეს ფაქტი საეჭვოდ მოეჩვენა და სკოლის დირექტორს მიმართა. დირექტორმა კი საქმის კურსში პოლიცია ჩააყენა. 

თავდაპირველი გამოკითხვის დროს გოგონამ ძალადობის ფაქტი უარყო, თუმცა, სკოლა დედას დაუკავშირდა, რომელმაც აღიარა, რომ ბავშვზე მისი უფროსი ძმა სისტემატიურად ძალადობდა და მისი მინდობით აღზრდაში გადაყვანა ითხოვა. 

„ბავშვს  ფსიქოლოგიურად არაფერი ეტყობოდა. არც არავისთანს უთქვამს, რომ სახლში ასეთი მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი იყო. არც ის ვიცოდით, რომ მასზე სექსუალური სახის ძალადობა ხდეობდა. კლასის დამრიგებელმა ბავშვის სხეულზე ხელებზე და ფეხებზე დამწვრობა შეამჩნია. მან ბავშვს ჰკითხა საიდან და რის შედეგად მიიღო ასეთი დაზიანებები. მან ტყუილი თქვა და გვითხრა, რომ სახლში რაღაცას წვავდა და მაშინ დაეწავა. 

“მასწავლებელს ეჭვი გაუჩნდა და სკოლის დირექტორს მიმართა, მან კი ბავშვის დედა დაიბარა და ამის პარალელურად საქმის კურსში პოლიცია ჩააყენა. გოგონას და დედის დაკვითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ის ოჯახში ძმის მხრიდან სისტემატიურად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ იმყოფებოდა. ასევე გამოირკვა, რომ ამის მიზეზი გოგონაზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა იყო. 

“ბავშვი ამბობს, რომ ეს მისი ნებაყოფილობით მოხდა და ძალა არავის უხმარია, თუმცა, კარგად მოგეხსენებათ, 14 წლის ბავშვი როგორ შეიძლება ათვითცნობიერებდეს იმას, ხდება თუ არა მასზე ძალადობა. ასევე 14 წლის ბავშვზე სექსუალური კავშირი კანონით დასჯადია. ბავშვის სოფლიდან სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანეს და ის მინდობით აღზრდაში იმყოფება“, - აცახდებს „რეზონანსთან“ სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი. 

ადგილობრივები კი „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მომხდარის შესახებ მათა არაფერი იცოდნენ. და-ძმას შორის ჩხუბის და ყვირილის ხმა გაუგიათ, თუმცა ეს ბავშვურ ჩხუბად აღიქვეს. არ იცოდნენ, თუ ძმა არასრუწლოვან დაზე ასე ძალადობდა. სექსუალური ძალადობის შესახებაც მას შემდეგ გაიგეს, როცა გოგონა სოცილურმა სამსახურმა წაიყვანა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.

ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×