ელზა პაპოშვილი
20.03.2021

რუსთავში, მე-4 სკოლის მიმდებარედ, არასრუწლოვანმა გოგონამ თანატოლი ცივი იარაღით დაჭრა. გოგონებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 19 მარტს ღამით, კომენდანტის საათის დროს მოხდა, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზრადა.

მუცლის არეში დაჭრილი 17 წლის გოგონა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. ექიმები აცხადებენ, რომ მოზარდის მდგომარეობას საფრთხე აღარ ემუქრება და ის უკვე სახლში გაწერეს.  

ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, რომ ჯერჯერობით უცნობია რა გახდა გოგონებს შორის დაპირისპირების მიზეზი. მათი ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე გოგონები ნათესავები არიან. 

„გავიგეთ, რომ ჯერ უჩხუბიათ ღამის საათებში, კომენდატის დროს, მერე ერთმანეთი უცემიათ. ამ ერთ-ერთს, რომ დაუნახია მჯაბნისო, ამდგარა და დაუჭრია. დანით დაჭრა, თუ იქვე რამე ეგდო და ის აიღო, უცნობია. ფაქტია, რომ მუცელში მსუბუქი დაზიანებები აქვს მიყენებული. მძიმე ჭრილობები არაა.

„კომენდატის საათის დროს მოხდა და მოსახლეობას არაფერი გაგვიგია. მხოლოდ მაშინ მივხვდით, რომ რაღაც ხდებოდა, როცა პოლიცია და სასწრაფო დახმარება მოვიდა, სავარაუდოოდ, თავად დაჭრილმა გამოიძახა. მეტი ჩვენც არაფერი ვიცით. ის ითქვა, რომ ნათესავები არიან. როგორი ნათესავები  და რა არიან ერთმანეთის, ესეც არ ვიცით“, -უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებსს გულისხმობს. დაჭრაში ეჭვმიტანილი გოგონა უკვე დაკავებულია. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×