ია აბულაშვილი
22.03.2021

ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება დიდი ხანია ელოდება ქვეყანაში გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ძალა.

გიორგი გახარია პოლიტიკაში რჩება და ახალ პარტიას ქმნის; ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სწორედ გახარია იქნება ის კონსტრუქციული ოპოზიციური ძალა, რაც საქართველოს სჭირდება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ გახარიას მიერ დანონსებული პარტია იქნება "ოცნება 2"-ი.

"ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოებამ დღემდე არ იცის სიმართლე, ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები. არადა საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდებოდა ამ მოლაპარაკებებზე, რომ ობიექტირად შეძლოს მოვლენების შეფასება.

"იმედია ყველაფერი გაირკვევა. ვნახოთ, რა მინიშნებები წამოვა ევროპიდან. ევროპამ პირდაპირ უნდა თქვას - ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები.

"ფაქტია, რომ ოპოზიცია ემზადება ქუჩის აქციებისთვის, მაგრამ არა აქვთ რესურსი, 5 ათას კაცსაც ვერ კრიბავენ. ამდენი ხალხი პანაშვიდზე უფრო მეტი დადის ვიდრე ოპოზიციის მიტინგებზე. "ქართული ოცნება" კი მოლაპარკებისთვის სივრცეს ტოვებს და აცხადებს, რომ მზად არის გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რაც კარგია.

"რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განაცხადს, რომ იგი პოლიტიკაში რჩება და შესაძლოა ახალი პარტიაც შექმნას, დადებითად ვაფასებ, რადგან გახარიას აქვს რესურსი, მას აქვს მაღალი რეიტინგი საზოგადოებაში, აქვს ცოდნა და გამოცდილება, არის პრინციპული.

"ამიტომ, ვფიქრობ, რომ მის გუნდში ყოფნას ბევრი მოისურვებს. არ გამოვრიხავ, რომ მის პარტიაში შევიდნენ, როგორც "ოცნებიდან", ისე ოპოზიციიდან. ოპოზიცია დღეს მიშა სააკაშვილის მძევალია და თუ დაუძვრებიან, შვებით ამოისუნთქავენ.

"ქართულ საზოგადოებაში დიდი ხანია არის მოლოდინი, რომ შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა, რაც ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება. ასეთი შანსი ჰქონდა "ლელოს", მაგრამ იქ ისეთმა ხალხმა მოიყარა თავი და ისეთი პოზიცია დაიკავეს, რომ "ნაციონალებს" გადაუჯოკრეს.

"არა მგონია, რომ გახარიას მოკავშირეებად გამოადგეს გიორგი ვაშაძე, ან ჩარკვიანის ქალი - ვნახოთ ვისთან შექმნის ალიანსს. ჩემი აზრით, გახარიას პარტიის მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ შეიქმნას ისეთი ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა იქნება პირველი"- განაცხადა "რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×