ელზა პაპოშვილი
30.04.2021

საფრანგეთში ტერორისტული დანაშაულებრივი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობისა და ტერორიზმის დაფინანსებაში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს, - მათ შორი ორი ქართველია. ისინი წარმოშობით პანკისის ხეობიდან, სოფელ დუისიდან არიან და ქვეყანა რამდენიმე წლის წინ დატოვეს. დაკავებეულები არიან  ალაუდინ გაურგაშვილი და გია ქავთარაშვილი. თუმცა ორ დღიანი პატიმრობის შემდეგ ალაუდინ გურგილაშვილი დაკითხვის შემდეგ გაათვისუფლეს. ხოლო პატიმრობაში გია ქავთარაშვილი კვლავ რჩება.  

„დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ 5 რუსს და 2 ქართველს ერაყსა და სირიაში, სავარაუდოდ,  ტერორისტული საქმიანობის დაფინანსების მიზნით, ბრალად თანხის გადაგზავნა ედებათ. მათი ასაკი 28-დან 48 წლამდე მერყეობს. დაკავებები სტრასბურგსა და ლიონთან განხორციელდა.  

„რეზონანსთან“ დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საქართველო მათ რამდენიმე წლის წინ დატოვეს, საცხოვრებლად ჯერ გროზნოში გადავიდნენ, სადაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს და ამის შემდეგ საფრანგეთში წავიდნენ. მათთვის უცნობია საფრანგეთში რას საქმიანობდნენ, თუმცა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს გამორიცხავენ. 

„ეს ბიჭები დიდი ხანია რაც ხეობიდან წასულები არიან. ჯერ გროზნოში  წავიდნენ და მერე საფრანგეთში გადავიდნენ. იქ ლეგალურად დასაქმდნენ და მუშაობდნენ. მსგავს რამეში შემჩნეული არასდროს ყოფილან. რა საერთო აქვთ ტერორისტებთან ან მათ დაფინანსებასთან, არ ვიცით. ამას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი ფაქტი იყო. როგორც ვიცით, ალაუდს სახლში ნაღდი ფული უპოვეს დაა ამის გამო მასზე ეჭვი გაჩნდა. თუმცა ორდღიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს. სხვა დეტალები ჩვენც არაფერი არ ვიცით“, - აცახდებს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი. 

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული ალაუდინი „კურიერთან“  უყვება, რომ მომხდარი ფაქტი გაუგებრობაა, გამოძიება მის ბინაში არსებული ნაღდი ფულის წარმომავლობით დაინტერესდა, რომლიც არა მისი არამედ  კონკრეტული კომპანიის საკუთრებაა. მან ამის დამტკიცება შეძლო, რის გამოც ის გაათავისუფლეს.  

„ცოტა ძვირიანი კომპიუტერის ნაწილები იყო ნაყიდი ჩემს სახელზე და ეტყობა იფიქრეს, რომ მაინერს აწყობსო, და რაღაც თვალთვალი იყო. ორი თუ სამი წელია გასული, სამსახურში ვმუშაობდი, სადაც ნაღდი ფულით იყო ვაჭრობა და ამ ორგანიზაციის რაღაც ოდენობის თანხა ინახებოდა ჩემთან ოჯახში და ამის გამო იყო რაღაც ამბავი ატეხილი, 2-3 დღე დაკითხვაზე ვყავდით,“ - აცხადებს ალაუდინ გაურგაშვილი.       

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )