ელზა პაპოშვილი
04.05.2021

თბილისში 30 წლის მამაკაცს ადგილობრივები ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწროდნენ, როცა ის 13 წლის გოგონამ გარყვნილ ქმედებაში ამხილა. არასრუწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობა მან აღდგომის დღესასწაულზე ჩაიდინა. გოგონამ ამის შესახებ მშობლებს უამბო, რომლებმაც საქმის კურსში პოლიცია ჩააყენეს. ამის შემდეგ კი გაირკვა, რომ მამაკაცი არა მხოლოდ ამ 13 წლის გოგონაზე ძალადობდა, არამედ მანამდე ფულის და ტკბილეეულის სანაცვლოდ სხვა არასრუწლოვნებზეც გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა. პოლიციამ დაადგინა, რომ მისი ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლის გოგონაა.

მამაკაცი გასულ წლამდე აშშ-ში ცხოვრობდა. ის საქართველოში ბებიასთან დაბრუნდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ძალადობის მსხვერპლი თავად ბებიაც არის, რომელიც იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს. 

„ბებიასთან ორი კვირის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც გავიგეთ, მანამდე ფსიქიატრიულ კლინიკაში ცხოვრობდა. რატომ გამოუშვე იქიდან, არ ვიცით. ბებიასთან მოვიდა და აქ ცხოვრობდა. თუმცა ბებია სახლიდან მალევე თავის შვილთან გადავიდა. თურმე მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. 

„მეზობლებმა უცნაური ქცევები შევამჩნიეთ - შეეძლო მთელი დღე მჯდარიყო და ბავშვებისთვის ეცქირა. გამუდმებით მათ აკვირდებოდა და მათთან საუბარიც მოსწონდა. 

„თავიდან საეჭვოდ არ მივიჩნიეთ, სანამ 13 წლის გოგონამ არ თქვა, რომ მამაკაცი მასზე ძალადობდა. ბავშვებს ტკბილეულით და ფულით იჩვევდა, კომუნიკაციაში ადვილად შედიოდა და ნდობის მოპოვების შემდეგ მათზე სექსუალურად ძალადობდა. 

„საქართველოში გასულ წელს ჩამოვიდა, მანამდე წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა. პოლიციას 13 წლის გოგონას ოჯახმა შეატყობინა და ის, როგორც გავიგეთ, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. 

„რა ვიცით დაკავება რატომ არ მოხდა. ფაქტი ერთია, რომ ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ბავშვზე იძალადა. შეიძლება ბევრი მათგანი არც ამბობს“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. სავარაუდოდ, დაიკითხებიან არასრულწლოვნები, მათ შორის 13 წლის მოზარდიც. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )