ელზა პაპოშვილი
01.06.2021

დაჭრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში - ე.წ. თევზების ტბების ერთ-ერთი მეწილე ცივი იარაღით დაჭრეს. ბიზნესმენ დავით აზარიაშვილს დაზიანებები მუცელსა და სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის კახეთიდან თბილისში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაციის შემდეგ მედიკსოები ამ ეტაპზე მის მდგომარეობას აკონტროლებენ. ადგილობრივები კი „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ბიზნესმენი მისივე ნაცნობმა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

უკავშირდება თუ არა ეს ბიზნესთან დაკავშირებულ დავას და რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ბრალდებულის სახლი პოლიციამ უკვე გაჩხრიკა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდები ამოიღო. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და ბრალებულის დასაკავებლად იპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. 

„რაც ვიცით, ის არის, რომ კონფლიქტი ნაცნობთან მოუვიდა. ეს ადამიანი მისი ბიზნეს პარტნიორია, თუ ყოფით ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება, ზუსტად ვერ გეტყვით. ამბობენ, რომ ერთამნეთს იცნობდნენ და ეს ბარლდებული დასალაპარაკებლად მისულა. შელეპარაკებულან და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. ამის შემდეგ კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

„დაზიანებები, როგორც ვიცით სხვადასხვა ადგილას აქვს მიყენებული. მდგომარეობა მძიმე იყო, ამიტომაც თბილისში გადაიყვანეს. ეს დამნაშავე კი მიიმალა. მისი სახლი გაუჩხრეკიათ და იარაღი და ვაზნები იპოვეს. დავითი ძალიან კარგი ადამიანი და ჩვეულებრივი ბიზნესმენია, რა უნდა ჰქონოდა გასაყოფი არ ვიცით“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრიევი „რეზონანსთან“.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×