ელზა პაპოშვილი
02.06.2021

საზარელი მკვლელობა ფოთში-70 წლის ბებიის სასტიკად მკვლლეობაში ეჭვმიტანილი მისი  შვილიშვილია. გავრცელებული ინფორმააციით, ახალგაზრდა ქალმა ბებიას სამზარეულოს დანით  ჭრილობები საძინებელში მიაყენა. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ გოგონას ფსიქოლოგიური პრობლემებია აქვს და დანაშაულის მიზეზით შესაძლოა მისი ჯამრთელობის მდგომარეობა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია  გოგონა, რომელსაც ბრალად საკუთარი ბებიის მკვლელობა ედება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

ფოთში ნაბადის ქუჩის მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ მკვლელობის შესახებ მეზობლებს თავად გოგონამ შეატყობინა. სახლში შესულებს კი საზარელი სურათი დახვდათ. დასერილი მოხუცი იატაკზე იწვა, ხოლო დანა მის გვერდით ეგდო. თუმცა, ადგილობრივების ინფორმაციით, დანა სისხლიანი არ იყო და გაჩნდა ეჭვი, რომ შვილიშვილმა  ის გარეცხა, რათა მოხუცის გარდაცვალება უბედურ შემთხვევას დამსაგვასებოდა.

„მეზობლებმა  მოხუცის გარდაცვალების შესახებ დილით თავად გოგონასგან შევიტყვეთ. გვერდით მეზობლეთან მისულა და კარზე უბრახუნებია, გააღეე, ბებიას ავარია მოუვიდა და ცუდად არისო.

“გამოცვივდნენ მეზობლები და სახლში უკვე გარდაცვლილი მოხუცი ნახეს. ჭრილობები თავზე და სახეზე ჰქონდა. ხელიც დალურჯებული აქვს. იქვე დამტვრეული ხატი ეგდო და თავიდან გვეგონა, რომ მოხუცი წაიქცა და ჭრილობები ასე მიიღო, მაგრამ ასეთი მძიმე ჭრილობებს წაქცევის დროს ვერ მიიღებდა,  დასერილი იყო.

“გოგონა ავად არის და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, მაგრამ ბებია-შვილიშვილის ჩხუბი არასდროს გაგვიგია. რა მოუარა ბავშვს და რა გააკეთა, არ ვიცით. ალბათ, ზუსტი პასუხი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

“დანა ვნახეთ სამზარეულოში, რომელიც იქვე ეგდო, მაგრამ გარეცხილი, სისიხლიანი არ იყო. არ ვიცი, ამდენი თუ მოიფიქრა, რომ თან გარეცხა, რთული სათქმელია. პოლიციამ დაკითვაზე გადაიყვანა და დაუკავებიათ“, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×