ელზა პაპოშვილი
04.06.2021

მკვლელობა  და სისხლიანი გარჩევა გორში კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის-შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოდაგილის  და ახლა გიორგი გახარიას გუნდის წევრის კახა საბანაძის ნათესავი ჩაცხრილეს. სავარაუდოდ, მას თავს კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად „სემსოტა“ დაესხა“ , რომელიც წარსულში ციხის საპირფარეშოდან ბადრაგს  გაექცა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციას მისი სახლი ალყაში ჰქონდა მოქცეული და სავარაუდოდ, ის დაკავებულია. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. 

შალვა გულიაშვილის  იგივე „სემსოტას“  ოჯახის წევრები გამორიცხავენ, რომ გორში მოკლულ მამაკაცთან მას რამე საერთო ჰქონდეს. ასევე არ იციან ამ ეტპაზე სად იმყოფება ის და არც ინფორმაცია  აქვთ დააკავეს თუ არა. პოლიცია მის სახელს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდა და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, თუმცა  უცნობია იარაღი ნივთმტიკიცების  სახით ამოღებულია თუ არა. 

გულიაშვილი რამდენჯერმეა ნასამმართლევი. მან  2006 წელს გორიდან  საპატრულო პოლიციის ავტომობილი მოიპარა, ხოლო ქარელის  სასამართლოს საპირფარეშოდან იმ დროს გაიპარა, როდესაც მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.  ის პოლიციამ მოგვიანებით დააკავა და ციხიდან სულ რამდენიმე დღეა რაც გამოვიდა. მას ციხეში 16 წელი აქვს გატარებული. 

რაც შეეხება მოკლულ  მამაკაცს, როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ის მინისტრის ყოფილი მოადგილის კახა საბანაძის ნათესავი  42 წლის ზურაბ რიკრიკაძეა მეტ სახელად „ტრუტო“, რომელიც ასევე კრიმინალური ავტორიტეტია. სისხლიანი გარჩევა გუშინ გორში ვერხვების დასახლებაში მოხდა. სავარაუდოდ, ეს კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გარჩევა იყო.  ისინი  ერთმანეთს ავტომობილების სახელოსნოში დაუპირისპირდნენ. ფიზიკური ანგარიშსწორება კი მკვლლეობით დასრულდა. ნასამართლევია მოკლული რიკრიკაძეც, რომელიც სასჯელს ასევე წლების განმავლობაში იხდიდა. ის საფრანგეთში ცხობრობდა და საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა. 

„რა მოხდა მათ შორის და რა გახდა დაპირისპირების მიზეზი არ ვიცით. რაღაცა წარსულში მომხდარ ამბავს უკავშირდება. ორივე კრიმინალური ავტორიტეტია. ეტყობა წლებია  ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ და ავტომობილების სახელოსნოში შეხვდნენ. იქ დაწყებულა სიტყვიერი დაპირისპირება და მერე ერთმანეთის ცემა დაუწყიათ. არ ვიცით ზუსტად, ამბობენ სემსოტამ იარაღი გადმოიღო და ესროლაო. ზუსტად ვინ რას დაამტკიცებს. დამნახები, რომც იყვნენ ვინ რას იტყვის. ერთსაც და  მეორესაც წლების განმავლობაში სასჯელი აქვთ მოხდილი. ეს რიკრიკაძე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფლი მოადგილის კახა საბანაძის ნათესავია, მაგრამ როგორი,  ეგ არ ვიცი. მოკლული წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა და ალბათ ერთგვარი ვენდეტა იყო, წარშული ჩადენილი დანაშაულის  გამო“,-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×