ელზა პაპოშვილი
05.06.2021

გორში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ზურაბ რიკრიკაძის, მეტსახელად „ტრუტის“ ჩაცხრილვის მიზეზი „ფეისბუქ“ კომენტარის გამო დაწყებული კამათი გახდა. მის მკვლლეობაში ეჭვმიტანილია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გულიაშვილი, იგივე „სემსოტა“, რომელიც ამ დრომდე მიმალვაშია. პოლიცია მის ძებნას ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე განაგრძობს. სასტიკი მკვლლეობის კიდევ ერთი ფიგურანტი, რომელიც „სემსოტასთან“ ერთად საქმის გასარჩევად იყო ვახო ზერეკიძე იგივე „ზერეა“, რომლის გამოც, სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევა მოხდა. 

„ზერეს“ საცხოვრებელ სახლში პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკას აწარმოებდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ის ახლა სად იმყოფება. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის დროს ვახტანგ ზერეკიძე შალვა გულიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. სწორედ მის მიერ ზურაბ რიკრიკაძისთვის დაწერილი კომენტარი გახდა დაპირისპირების მიზეზი. რიკრიკაძე ზერეკიძესა მის ნათესავ გულიაშვილს ვერხვების დასახლებაში შეხვდა „საქმის გასარჩევად“. მათი საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც 42 წლის ზურაბ რიკრიკაძის მკვლელობით დასრულდა. 

არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი „სემსოტა“ ოკუპაციის ხაზზე გადავიდა და ამჟამად ცხინვალის რეგიონში იმყოფება. მას იქ ნათესავები ჰყავს და წარსულშიც სწორედ ცხინვალში იმალებოდა. 

„ყველაფერი ერთი „ფეისბუქ“ კომენტარის გამო დაწყო. ზერეკიძეს რიკრიკაძისთვის კომენტარი დაუწერია. რა შინაარსის იყო და რატომ გამწარდნენ ასე, არ ვიცით. რიკრიკაძე ამ ზერეკიძეს ვერხვების დასახლებაში, ავტომობილების სახელოსნოში დაუბარებია. თან კი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი „სემსოტა“ მიიყვანა. ამათ იქ საქმის  გარჩევები დაუწყიათ და ჯერ ფიზიკური დაპირისპირება იყო, შემდეგ კი სროლა. 

„10 ტყვია აქვს მოხვედრილი,  ფაქტიურად ჩაცხრილა. აქედან ერთი, რომელიც ფეხში მოხვდა, სასიკვდილო აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, წამებში დაიცალა სისხლისგან და მისი გადარჩენა ვერ მოასწრეს. 

„ორივე ნასამართლევია და წლების განმავლობაში ციხეში ისხდნენ. 16 წელი აქვს „სემსოტას“ მოხდილი. 2006 წელს პოლიციის ავტომობილი გაიტაცა. მერე კიდევ სასამართლოს საპირფარეშოდან ბადრაგს გაექცა. ცხინვალში იმალებოდა და სპეცოპერაციით დააკავეს. ციხიდან სულ რამდენიმე დღის გამოსულია. 

„რაც შეეხება მოკლულ რიკრიკაძეს, ისიც წლების განმავლობაში სასჯელს იხდიდა. მერე საფრანგეთში ცხოვრობდა და ახლა საქართველოში იყო ჩამოსული“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×