ელზა პაპოშვილი
15.06.2021

ორმაგი ტრაგედია მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში - მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას შუახნის მამაკაცი დავით ჩუგუაშვილი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შემდეგ კი მისმა შვილმა სახლში თავი ჩამოიხრჩო. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ შუახნის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი მეზობელი 30 წლის ბექა იორამაშვილია. მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს და მის კვალს ჯერ კიდევ ვერ მიაკვლიეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სავარაუდოდ, ორივე ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, შელაპარაკების დროს კი იორამაშვილმა მეზობელს თავში, სავარაუდოდ, ნაჯახი ჩაარტყა. ის სავადმყოფოში რამდენიმე დღე იწვა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით - მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარეობს. 

„სავარაუდოდ ორივე - მოკლული და მკვლელიც - შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. რა გახდა ამ  სისხლიანი გარჩევის მიზეზი, ამ დროისთვის ჩვენთვისაც უცნობია. ამბობენ, რომ რაღაცაზე შელაპარაკდნენ და ამ ახალგაზრდა ბიჭმა თავში ნაჯახი ჩაარტყა. თავი გაუსკდა და საავადმყოფოში რამდენიმე დღე იცოცხლა. 

„არავინ იცის მისი ბიჭის თავში რა ტრიალებდა. რომ გაიგო მამა დაიღუპა, სახლში წამოვიდა და თავი ჩამოიხრჩო. ასეთი საშინელი ამბავი ტრიალებს. თავს იდანაშაულებდა თუ რატომ მივიდა ამ ზომამდე, არავინ იცის. ეს მეზობლის ბიჭი გაქცეულია და პოლიცია ჯერ ისევ ეძებს. 

„მამაც და შვილიც საოცარი ადამაინები იყვნენ. ბიჭი კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი იყო. მამა-შვილს უნიკალური ურთიერთობა ჰქონდათ. სავარაუდოდ, მამას რომ ვერ უშველა, თავს იდანაშაულებდა. წარმოუდგენელი ტრაგედია ტრიალებს“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×