თეონა ვეშაგური
25.07.2021

 

ვაქცინაციას 17-18 წლის ასაკის მოზარდებში აქვს იგივე ჩვენებები, რაც ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანში და გართულებების ალბათობა მიზერულია, აცხადებს „მთელ კვირასთან" საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

„შემსწავლელი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ როგორც 18 წელს ზემოთ ადამიანებში არის ორგანიზმის მზაობა ვაქცინის მიღეების მიმართ. ისე, 16 წელს ზემოთ პირების იმუნურ სისტემასაც შეუძლია შეებრძოლოს ვირუსს ვაქცინის დახმარებით.

„დადგინდა, რომ რეალურად ვაქცინით გამოწვეული რისკი არის ძალიან დაბალი, ისევე როგორც ზრდასრული ასაკის პირებში. გართულებები ზოგადად ნებისმიერ ვაქცინას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს არის რამდენიმე ერთეული შემთხვევა და არ აღინიშნება 16 წელს ზემოთ პირებში ამ პროცესების ზრდა. სრულიად მომზადებულია სამედიცინო პერსონალი და ამცრელი პუნქტები შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.

„მინიმალური რაც შესაძლოა იქნეს გამოწვეული, არის ალერგიული მდგომარეობა, ასეთ სიტუაციაში ჯანდაცვის სფერო ყოველმხრივ შეეცდება თავიდან აიცილოს მსგავსი შემთხვევები.

„რადგან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ ყველა კვლევა მიუთითებს ამ ვაქცინაციის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა გამონაკლისი შემთხვევები შესაძლებელია იყოს, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით ამ შემთხვევების აცილებას," - თქვა გოგინავამ.

„ფაიზერის" ახალი დოზებით ვაქცინაციის პროცესი აცრაზე რეგისტრირებულ პირებში და მათ შორის 16-წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებშიც ორშაბათიდან განახლდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×