ელზა პაპოშვილი
11.10.2021

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მეზობლებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა.  როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან,  ძმებს მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ერთ-ერთი ძმა  ადგილზე დაიღუპა,  მეორე კი მძიმე მდგომრეობაში კლინიკაში გაიდაიყვანეს.  

კონფლიქტის მიზეზად ისინი ფულს და ვალს ასახელებენ. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ძმებს ვალი მოსთხოვა, რის შემდეგაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. მამაკაცმა სახლიდან იარაღი გამოიტანა და მეზობლებს ესროლა. თავად კი ადგილიიდან მიიმალა. პოლიციას მისი ვინაობა უკვე იდენტიფიცირებულია ქვს, თუმცა ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. სავარაუდო დამნაშავე ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, აკაკი გვიანიძის მამაა. გვიანიძე მედიასთან საუბარში  აცხადებს, რომ მას 28 წელია მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია.

„მამაჩემი არის ცალკე ოჯახი, 29 წლის ვარ და 28 წელიწადია დედაჩემი და მამაჩემი გაშორებულები არიან. რა კონფლიქტი იყო და რა ხდებოდა, არაფერი ვიცი, აზრზე არა ვარ საერთოდ.“ - აცხადებს აკაკი გვიანიძე. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ მომხდარის დეტალებს ყვებიან და ამბობენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მეზობელ ძმებს  იარაღიდან ესროლა.  

„მეზობლებს შორის კონფლიქტი მოხდა,  როგორც ამბობენ ძმებს მეზობლის ვალი ჰქონდათ და ამაზე შელაპარაკდნენ. მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც შემდეგ ფიზიკურ ანაგარიშსწორებაში გადაიზარდა. მამაკაცი სახლში შევიდა და იარაღი გამოიტანა. ორივე ძმას ესროლა. ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა და ეძებენ. სხვა დეტალები არც მეზობლებმა არ ვიცით“, - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×