თამთა ჩაჩანიძე
21.10.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, პანდემია 2022 წელშიც იქნება, რადგან დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ვაქცინაციის საჭირო ტემპი არ არსებობს, სპეციალსტების შეფასებით, ეს მაჩვენებელი საქართველოშიც დაბალია და თუ ყოველდღიურად ადამიანების სამიზნე რაოდენობა არ აიცრა, პანდემია 2022 წელსაც და მის იქითაც გაგრძელდება.

პანდემია რომ მოსალოდნელზე ერთი წლით მეტ ხანს გაგრძელდებოდა,ამაზე განცხადება ჯანმოს წარმოიმადგენელმა ბრიუს ეილვარდმა გააკეთა. მისი თქმით, ღარიბ ქვეყნებში დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, როს გამოც „კოვიდ კრიზისი 2022 წელში გადაიწევს".

„უნდა ავჩქარდეთ, თორემ, იცით, რა? ეს პანდემია გაგრძელდება იმაზე ერთი წლით მეტ ხანს, ვიდრე უნდა გაგრძელებულიყო,"- განაცხადა ეილვარდმა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექპსერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თუ საქართველოში ვაქცინაციის ტემპმა არ მოიმატა, შესაძლოა დროტა განმავლობაში ვირუსმა მუტაციები განიცადოს და პანდემია 2022 წლის მერეც გაგრძელდეს.

„თუ ვაქცინირებულ ადამიანთა მატება არ მოხდა, არაფერი არ გვეშველება იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, მერე რა მოხდება, ვირუსი როგორ შეიცვლება, რა მუტაციას განიცდის, რა გადამდებლობა, ვირულენტობა და ლეტალობა ექნება ახალ ფორმებს, ამიტომ თუ ხალხი არ აიცრა, ცოტა ხანში ძალიან ბევრ ტალღას მივიღებთ. თუ ვაქცინაციის ტემპმა არ მოიმატა, 2022 წლამდეც გაგრძელდება და იმის იქითაც. სანამ ის ადამიანები იქნებიან, რომლებსაც ვირუსის მიმღებლობა ექნებათ, ყოველთვის შეიძლება დაინფიცირდნენ. ვირუსის ცირკულაცია თუ არ გაჩერდა, ის ადრე თუ გვიან ისევ პანდემიას და ეპიდემიას გამოიწვევს," - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×