ელზა პაპოშვილი
01.11.2021

შემზარავი დანაშაული თბილისში - ვერაზე, სპა-მასაჟის სალონში 38 წლის თანამშომელს ყელი გამოჭრეს, მის მეგობარ გოგონას კი მძიმე დაზიანებები მიაყენეს. მომხდარი დანაშაულის შესახებ „რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  ახვლედიანის ქუჩაზე  მცხოვრებლები მკვლელობის სხვადასხვა მოტივს ყვებიან. 

ერთი ვერსიით, მოკლული 38 წლის ტრანსგენდერი ქალია, რომელიც სალონში მუშაობდა და სხეულით ვაჭრობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ კლიენტმა არ იცოდა, რომ ის ტრანსგენდერი იყო, ამის  გაგების შემდეგ კი მას დანით ყელი გამოჭრა. დასახმარებლად მისულ მის მეგობარ ქალს კი სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. 

„შემთხვევა კვირას საღამოს მოხდა. აქ არის სპა-მასაჟის სალონი და ვითომ ხალხს მასაჟს უკეთებენ. სხვადასხვა ქვეყნებიდან ქალები ჩამოჰყავთ და სექსმუშაკებად ამუშავებენ. სწორედ აქ მუშაობდა მოკლული ტრანსგენდერი ქალი. როგორც გავიგეთ, კაცს არ სცოდნია, რომ ის ტრანსგენდერი იყო, ხოლო როცა გაიგო, ყელი გამოჭრა. სავარაუდოდ, ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულია. სხვა ჩვენც არაფერი ვიცით. გვითხრეს, რომ ტაილანდელია“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

სპა-მასაჟის ცენტრის თანამშრომლები კი სხვა ვერსიას ყვებიან. ისინი ამბობენ, რომ დაპირისპირება მოხდა მასაჟის სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა მოითხოვა მასაჟის გარდა დამატებითი მომსახურება, რაზეც მას უარი ეთქვა. ამაზე გაბრაზებულმა მასაჟიტს დანით ყელის არეში ჭრილობები მიაყენა. 

„ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი - ვიღაცამ დააკაკუნა, გოგონამ გააღო, შემდეგ უკვე მამაკაცმა დანა ყელის არეში ჩაარტყა.

„მანამდე ჩვენ ამ მამაკაცს არ ვიცნობდით, ნანახი არ გვყავდა. ეს მოხდა, მეტი არაფერი ვიცით. გარდაცვლილ გოგონას არავისთან ჰქონია პრობლემა, ძალიან კარგი ადამიანი იყო. როგორც მერე გავიგეთ, მასაჟი გაუკეთებია. ამ პიროვნებას სხვა დამატებით მომსახურებაც მოუთხოვია. მან უარი უთხრა. ჯერ წასულა, შემდეგ კი გაბრაზებული უკან დაბრუნდა და ეს საშინელება ჩაიდინა. მეორე გოგო უბრალოდ ხელში შემთხვევით მოჰყვა და მასაც ჭრილობები მიაყენა“, - აცხადებს ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×