ელზა პაპოშვილი
03.11.2021

თავდასხმა კახეთში - თელავში ბიზნესმენის ჩაცხრილვა სცადეს. ადგილობრივებს აღმაშენებლის ქუჩაზე სროლის ხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში ესმოდათ. ცეცხლი ფაზილა  ბაირამოვის ავტომობილების ნაწილების მაღაზიას გაუხსნეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, მას იარაღიდან რამდენჯერმე სანდრო მეგუთნიშვილმა  ესროლა. მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. შეიარაღებული  თავდასხმის  მიზეზებზე ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან. 

„სანამ სროლა მოხდებოდა, ორი დღის წინ ბაირამოვი და მეგუთვნიშვილი ერთმანეთს  ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საქმეში პოლიციაც კი ჩაერთო. ისეთი ჩხუბი იყო, გაშველების დროს სამი პოლიციელი დაშავდა. ერთ-ერთი პოლიციელი სანდრო მეგუთვნიშვილის ძმიშვილია. ბაირამოვის დაჯგუფების ერთი წევრი პოლიცამ დააკავა. 

ამაზე გაბრაზებულმა ბაირამოვმა, მეგუთვნიშვილს ყარაჯალაში მდებარე ხორცის მაღაზია დააკეტინა. დღევანდელი დღე კი, როგორც ჩანს, შურისძიების გაგრძელებაა. ახლა მეგუთვნიშვილმა სცადა, რომ ბაირამოვის ნაწილების მაღაზია დაეცხრილა. მეგუთვნიშვილი თელავის მკვიდრია და სავარაუდოდ, მისი ქალაქიდან გაძევება უნდა. გასროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. კიდევ კარგი არავინ დაშავდა. ზოგი ამბობს, რომ მაღაზიაში შევარდა და ჰაერში ისროდა“, - ყვება თელავის მკვიდრი „რეზონანსთან“. 

ბიზნესმენი სანდრო მეგუთვნიშვილი პოლიციამ ადგილზევე დააკავა. ის თელავის პოლიციაშია გადაყვანილი და ამოღიებულია ის ცეცხლსასროლი იარაღიც, რომლიდანაც ისროდა.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×