ელზა პაპოშვილი
04.11.2021

თბილისში, სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის საქმეზე ბრალდებულ 23 წლის ვ. ც.-ს 16-დან 20 წლამდე სასჯელი ემუქრება. გამოძიებამ მას ბრალი დაუმძიმა და ამტკიცებს, რომ კალათბურთელს არა მხოლოდ ტრანსგენდერი ქალის, არამედ სპა ცენტრში დასაქმებული ყველა ადამიანის მკვლელობა სურდა. შესაბამისად, მას 108-სთან ერთად 109-ე მუხლიც დაემატა, რაც განზრახ სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. 

მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა გაიზიარა და ახალგაზრდა მამაკაცი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

რა შეიძლება განზრახ მკვლელობის მოტივი გამხდარიყო? „რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ახალგაზრდა ამ დაწესებულებას პირველად არ სტუმრობდა. ის იქ ტრაგედიამდე რამდენიმე კვირით ადრეც იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ტრანსგენდერს, რომელიც მოკლა, არ იცნობდა და მას მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა, რომ კარი პირველმა გაუღო.

როგორც საქმის მასალებიდან ირკევვა, ახალგაზრდა კალათბურთელი ტრანსგენდერი ქალების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვეპლი გახდა. სწორედ ამის გამო მან სალონში მომუშავე ყველა პირის მკვლელობა დაგეგმა. ის მოკლულს არ იცნობდა, რომელიც საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდა. ამიტომაც ბრალდებულთან არანაირი კონფლიქტი არ აკავშირებდა.

„სპა სალონში, სავარაუდოდ, ბრალდებულ კალათბურთელს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ტრანსგენდერებთან, რომლებმაც მასზე სექსუალურად იძალადეს. სწორედ ეს გახდა მისი მხრიდან მკვლელობის მოტივი. მოკლულ ქალს არ იცნობდა, რადგანაც ის ერთი კვირის წინ ჩამოვიდა. ძალადობის შემთხვევა კი რამდენიმე კვირის წინ მოხდა. 

„როგორც ჩანს, მან სალონის თანამშრომლებზე შურსძიება გადაწყვიტა და დანით შეიარაღებული დაბრუნდა, ხოლო კარი პირველმა ვინც გაუღო, მას დაესხა თავს. შემდეგ ოთახში შევარდა და თავს მეორე გოგონას დაესხა. დანარჩენებმა კი გაქცევა და პოლიციის გამოძახება შეძლეს. ზუსტად არ ვიცი რა და როგორ მოხდა, თუმცა ამბობენ, რომ ყველას მოკვლა სურდა“, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი. 

პროკურორი გიორგი ქობულაძე ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ფაქტობრივად ადასტურებს. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მან მედიასთან აღნიშნული დაადასტურა. 

„ბრალდებული სპა სალონში იმიტომ მივიდა, რომ იქ მყოფი ყველა თანამშრომლის მოკვლას აპირებდა. პირველმა ვინც კარი გაუღო, დანა მას დაარტყა. სალონში შევრადნილმა დაზიანების მიყენება კიდევ ერთ ქალზე შეძლო. დანარჩენმა მათგანმა კი წინააღმდეგობა გაუწიეს. ზოგი გაიქცა, რამდენიმემ კი მისთვის დანის წართმევა შეძლო. 

„როდესაც გარდაცვლილმა მას კარი გაუღო, ყველანაირი შელაპარაკების და კომუნიკაციის გარეშე მას ყელში დანა დაარტყა და მეორე ქალს, რომელიც ახლოს იდგა, თავს დაესხა. საქმის მასალების მიხედვით, მას ტრანსგენდერებთან ინტიმური კავშირი ჰქონდა, რის გამოც შურის საძიებლად დაბრუნდა. მოხდა თუ არა მასზე ძალდატანება ან მოტყუება, ამას გამოძიება არკვევს“, - აცხადებს პროკურორი. 

თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იტოვებს. მედიასთან არც მისი ადვოკატი კონტაქტობს. სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი ოჯახმა სასამართლომდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვალა. საუბარი არც დაკავებულის ოჯახის წევრებს სურთ. 

„რეზონანთან“ მისი მეგობრები მას დადებით და უკონფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ. 

„წარმოდგენაც არ მინდა, რომ ეს დანაშაული მან ჩაიდინა. არ ვიცით რა არის ამის მოტივი. ჩვენც ის ვიცით, რასაც თქვენ ჟურნალისტები წერთ. მგონია, რომ რაღაც ხუმრობაა და ეს მის თავს არ ხდება. ძალიან კარგი ადამიანია და წარმოუდგენელია, რომ ეს მის თავს ხდება“, - ამბობს ერთ-ერთი მეგობარი „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×