ხატია ბერიძე
04.11.2021

საქართველოში წელს 9 თვის განმავლობაში - 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრამდე - ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 305 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა 5700 ადამიანი. ამ ინფორმაციას შსს ავრცელებს და აქედან გამოდის, რომ საშუალოდ ყოველ კვირაში ავარიების შედეგად ქვეყანაში 7-8 ადამიანი იღუპება.

ავარიების ყველაზე ხშირი მიზეზი გასწრების წესების დარღვევა და შემხვედრ ზოლზე გადასვლაა.

მიმდინარე წლის სამ კვარტალში საქართველოში 4 335 ავარია მოხდა და აქედან 46% თბილისზე მოდის, რის შედეგადაც 41 ადამიანი დაიღუპა და 2.379 დაშავდა.

ქვეყნის ცალკეულ რეგიონში კი სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 445 ავარია. დაიღუპა - 63, დაშავდა - 621;

კახეთი: 378 ავარია. დაიღუპა - 41, დაშავდა - 516;

აჭარა: 359 ავარია. დაიღუპა - 26, დაშავდა - 374;

ქვემო ქართლი: 339 ავარია. დაიღუპა - 33, დაშავდა- 392;

შიდა ქართლი: 277 ავარია. დაიღუპა - 25, დაშავდა - 492;

სამეგრელო–ზემო სვანეთი: 241 ავარია. დაიღუპა - 26, დაშავდა - 26;

მცხეთა-მთიანეთი: 121ავარია. დაიღუპა - 28, დაშავდა - 148;

სამცხე-ჯავახეთი: 107 ავარია. დაიღუპა - 2,  დაშავდა 154;

გურია: 90 ავარია. დაიღუპა - 10,  დაშავდა - 147.

ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე გავრცელებული სახეობა ორი ამ ნეტი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მომხდარი შეთხვევებია - 2 105 ასეთი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 78 და დაშავდა 3006 ადამიანი.

სტატისტიკის მიხედვით, ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა სატრანსპორტო საშალების ქვეითთან შეჯახება - მიმდინარე წლის ბოლო სამ კვარტალში  მსგავსი 648 გაქტი დაფიქსირდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი და დაშავდა - 656.

ავტოავარიების მიზეზებს შორის მესამე ადგილზეა შეჯახება დაბრკოლებაზე - მიმდინარე წლის ცხრა თვეში 208 მსგავსი შემთხვევის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, 280 კი კლინიკებში აღმოჩნდა.

გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 35 ავარია ველოსიპედისტის, 183 კი მოტოციკლეტისტის მონაწილეობით მოხდა – დაიღუპა 6 და დაშავდა 231 ადამიანი.

ექსპერტები ამ სტატისტიკას შემაშფოთებელს უწოდებენ, მათი აზრით ასეთი მაღალი მაჩვენებელი  მხოლოდ საგზაო მონაწილეების ბრალეულობას არ წარმოადგენს.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი შალვა ოგბაიძე ავტოსაგზაო შემთხვევების ასეთ მაღალ მაჩვენებელს რამოდენიმე მიზეზს უკავშირებს

„სახელმწიფო არ აკონტროლებს და არ რეაგირებს ავტოსაგზაო შემთხვევების პრობლემებზე  ჩვენ ქვეყანას არ აქვს ამის საკონტროლო მექანიზმი, რომელიც შეაფასებს ავტოსკოლების სერვისის შესაბამისობას სტანდარტებთან, საგზაო ინფრასტრუქტურას და ა.შ.

„ყველაზე დიდ პრობლემა, რასაც მე ავტოსაგზაოშემთხვევების დროს ვხედავ, არის  მძღოლობის საგამოცდო კულტურის პრობლემა, რომელც შეუსაბამო სტანდარტებს გულისხმობს. მაგალითად, მძღოლობისთვის საჭირო უნარები - რაც მძღოლს სჭირდება  ჩვენს ქვეყანაში გადასაადგილებლად, საგამოცდო ცენტრებში ვერ ხერხდება ამ უნარების შესწავლა. ანუ გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები საგამოცდო სკოლებში ვერ იღებენ იმ განათლებას, რაც მძღოლებს სჭირდებათ, რადგან გამოცდისთვის არ უწევთ შესაფერისი გამოცდის ჩაბარება. ამ საკითხს კი არავინ აკონტროლებს და ხელისუფლება პასუხისმგებლობას მხოლოდ მძღოლებს აკისრებს. 

„ამ შემთხვევაში გამოსავალია, რომ ხელისუფლებამაც აიღოს პასუხისმგებლობა და მოქალაქეებთან ერთად ითანამშრომლონ და  დანერგონ ე.წ. უსაფრთოების ტოლობის მოდელი, რომელიც ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას  ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზებზე და რაოდენობის შესამცირებელ საჭირო გეგმაზე  ისაუბრა.

„საქართველოში არ არსებობს სტრატეგია, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეაგირებს. ამ მიმართულებით ლიდერია ლიეტუვა, რომელსაც აქვს საგზაო მოძრაობის სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობენ და მათი ავტოსაზაო შემთხვევები მინიმუმადეა დაყვანილი. ჩვენი სახელმწიფო კი ყოველწლიურად 500-მდე დაღუპულ ადამიანს მის პასუხისმგებლობად არ აღიქვამს, რაც ერთ-ერთი პროლემაა.

„ასევე, სტატისტიკის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევების მესამედი ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე მოდის და ესეც პრობლემაა. 

„ასევე პრობლემურია ჭკვიანი კამერების რეაგირება ტექდათვალიერების ვადის ამოწურვაზე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე ფუნქციონირებს.

„ასევე პრობლემაა ის საკითხიც, როცა არ ხდება ე.წ. შავი წერტილების(ადგილები, სადაც ხშირად ხდება ავტოსაგზაოშემთხვევები, მაგალოთად, ბელიაშვილის ქუჩა) შეფასება ექსპერტების მიერ, რომლებიც აღმოაჩენენ და შეისწავლიან პრობლემას საგზაო მოძრაობაში.

„საქართველოს საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, 6-ჯერ მეტია. საქართველოს ჰქონდა ვალდებულება ეს რაოდენობა 2020 წელს შეემცირებინა, მაგრამ, წლების სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ეს რაოდენობა ჯერ არ შემცირებულა“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×