ელზა პაპოშვილი
05.11.2021

წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა თანაკლასელი მოკლა. მოკლული და ბრალდებული ნათლია-ნათლული იყვნენ. სავარაუდოდ, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 

გარდაცვლილი 33 წლის იყო. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ადგილიდან მიიმალა და ის ჯერ დაკავებული არ არის.  

როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, გარდაცვლილი სახლიდან მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად გავიდა, რა დროსაც მას უკვე იარაღით ჩასაფრებული მეგობარი დახვდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მან მხოლოდ იმის დაძახება მოასწრო, რომ ეს არ გაეკეთებინა.მამაკაცმა მეგობარს რამდენჯერმე ესროლა და ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივები კონფლიქტის ზუსტ მიზეზს ვერ ასახელებენ. მათი ინფორმაციით მეგობრებს უკვე დიდი  ხანია კონფლიქტი ჰქონდათ. 

„როგორც ამბობენ უკვე დიდი  ხანია რაღაცა დაპირისპირება ჰქონდათ, რა და რატომ არ ვიცით. ხალხი ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ზუსტად მაინც არავინ არ იცის. მოკლული სახლიდან სიგარეტის საყიდლად გასულა. ჩაუსაფრდა თუ შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას, არ ვიცით. თოფი ხელშივე სჭერია. რომ მისულა, მეგობარს უთქვამს, რას აკეთებ, არ მესროლოო. ეს მკვლელი ნასავამი იყო და ესევე  უსვრია. ადგილზე არ დაღუპულა. ხალხი რომ მივიდა, ცოცხალი იყო. საუბრობდა და თქვა, ვინც ესროლა. საავადმყოფოში კი წაიყვანეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოახერხეს. ბევრი სისხლი დაღვარა და ვეღარ გადაარჩინეს. ერთმანეთის ნათლიები და ახლო მეგობრები იყვნენ. ასეთი რა დაუშავა, რომ გაიმეტა, არ ვიცით“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×