ხატია ბერიძე
11.11.2021

კორონავირუსის პანდემიის ენდემიად გარდაქმნაზე ჯანდაცვის სპეციალისტები თითქმის ორი წელია საუბრობენ, დღეისთვის ჯანმოც კი საჯაროდ აცხადებს, რომ ვირუსთთან ერთად მოგვიწევს ცხოვრების სწავლა, თუმცა ექსპერტთა ნაწილი დღემდე გამორიცხავს ამას. ექსპერტებiს აზრები ორად გაიყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების გამოცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთული აღარ იქნება.

,,ჩვენ ვირუსსთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, როგორც კი ჩვენი ჯანდაცვის სისტემა აღარ გადაიტვირთება კოვიდით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციითა და სიკვდილით, ანუ შესაძლებელი იქნება ადრე გაწეული სერვისების მიწოდება, პანდემია შეასაძლოა, ენდემიად იქცეს", - განაცხადა ჰანს კლიუგემ.

მისივე თქმით, თუ ინფექციის გავრცელების ტენდეცია არ შეიცვლება, 2022 წლის თებერვლისთვის ევროპაში, შესაძლოა, კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალოს. ამ ყველაფერს კი ვაქცინაციის ნელ ტემპს უკავშირებს.

,,კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციას არასაკმარისი ვაქცინაცია ამძიმებს, სწორედ ამიტომ ევროპაში სამუშაო ჯგუფის შექმნას ვგეგმავ, რომელიც ვაქცინაციის საკითხთნ იქნება დაკავშირებული", - აცხადებს კლიუგე.

ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე ,,რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სავარაუდოდ კოვიდ-პანდემია ენდემიად გარდაიქმდება ისევე, როგორც სეზონური გრიპი.

,,როდესაც პანდემიას ებრძვი, მაგრამ ვერ აქრობ, ის შემდეგ გარდაიქმნება ენდემიად. სავარაუდოდ, ასე მოხდება კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის გარდაქმნა და ის გახდება დაავადება, რომელიც მუდმივად იარსებებს რომელიმე მხარეში. სავარაუდოდ ესეც, ისევე როგორვ გრიპის ვირუსი, გახდება სეზონური და მიაკუთვნებენ სასუნთქი გზების დაავადებებს", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, პანდემიასა და ენდემიას შორის დიდი განსხვავებაა.

,,პანდემია პირველ რიგში ენდემიისგან მართვის სტილით განსხვავდება. ენდემია მართვადია, ხოლო პანდემიის სწორად მართვას იშვიათად ახერხებენ. პანდემია რთულად იმართება, როგორც ჯანდაცვის კუთხით, ასევე ეკონომიკურად და ქვეყანას აღარიბებს", - ამბობს ზოიძე.

ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე კი კოვიდ 19-ის პანდემიის ენდემიად გარდაქმნას არ ვარაუდობს და ამას სხვადასხვა ფაქტორით ხსნის.

,,ენდემია ვითარდება და ყალიბდება მაშინ, როცა ამ ვირუსს ყველა მოიხდის, რაც ნიშნავს, რომ ერთი ადამიანიც არ უნდა დარჩეს, ვისაც ეს ვირუსი არ გადაუტანია. ასევე, ენდემიად რომ გარდაიქმნას ვირუსი, მისი მიკროორგანიზმები უნდა არსებობდეს ადამიანის მიღმა, მაგალითად ცხოველებში, კოვიდ 19 კი მხოლოდ ადამიანით საზრდოობს. ამ ორი მარტივი მიზეზის გამო კი მგონია, რომ კოვიდ-19 ენდემიად არ გარდაიქმება", - აცხადებს ხმალაძე

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ,,რეზონანსთან" ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ყველაფერი მართლაც ენდემიისკენ მიემართება.

,,დღევანდელი პანდემიის დინამიკა და ფაქტორები, იგივე ეფექტური ვაქცინები , ახალი პრეპარატები, რომლებიც მალე შემოვა და საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ამ ვირუსს, ვვარაუდობ, რომ წელწადნახევარში კორონა ვირუსი, როგორც პანდემია დასრულდება და გვექნება სეზონური აფეთქებები ანუ უკვე ენდემია, რაც უფრო მარტივია მართვის მიმართულებით.ასევე, ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს აღარ შეუქმნის",- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ენდემია არის გადამდები დაავადების მუდმივი არსებობა რომელიმე რეგიონში, ქვეყანაში ან მხარეში, ეპიდემია რომელიმე რეგიონში ან ქვეყანაში მწვავე ინფექციური დაავადების სწრაფი და ფართო გავრცელებაა. როცა ეს უკანასკნელი გლობალური მასშტაბით ხდება, ამას პანდემიას უწოდებენ.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×