ხატია ბერიძე
12.11.2021

,,მწვანე პასპორტი", რომელიც ობიქეტებში მისულ სტუმრებისთვის აუციელებელი ხდება, შემთხვევითობის პრინციპით შემოწმდება. სახელმწიფო ძირითად პასუხისმგებლობას პასპორტის შემოწმებასთან დაკავშირებით კონკრეტულ დაწესებულებებს აკისრებს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხს შრომის ინსპექცია შემთხვევითობის პრინციპით დაარეგულირებს.

საქართველოში ,,მწვანე პასპორტი" პირველი დეკემბრიდან ამოქმედება. პრემიერ მინისტრის განცხადებით ,,მწვანე პასპორტის" მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებზე ვრცელდება. მოქალაქეს მწვანე სტატუსი ოთხ შემთხვევაში აქვს, თუ ის არის ვაქცინირებული, ჩატარებული აქვს 72-საათიანი პისიარ ტესტი ან 24 საათიანი ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონა ვირუსი.

,,მწვანე პასპორტის" მოთხოვნა ვრცელდება: კვების ობიექტებზე, გასართობ ცენტრებზე, კინოთეატრებზე, ოპერაზე, მუზეუმებზე და ა.შ. ,,მწვანე პასპორტის" მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ ობიექტის სტუმრებზე და არა მომუშავე პერსონალზე.

,,მწვანე პასპორტის" ამოქმედებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საჭიროა კონტრეტულ დაწესებულებებში ამ დოკუმენტების შემოწმება რასაც შრომის ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს.

„შრომის ინსპექცია შერჩევითად გააკონტროლებს. თითოეული ადამიანის კონტროლი ძალიან რთულია. ეს დამოკიდებულია იმ დაწესებულების პასუხისმგებლობაზე, ვინც თვითონ აკონტროლებს, მაგრამ შერჩევითად, შრომის ინსპექცია გააკონტროლებს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ ინიციატივას ბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი მხარს უჭერს, რადგან იაზრებენ, რომ ასე მეტად დაცული არიან.

,,ზოგიერთი ბიზნესი ,,მწვანე პასპორტის" შემოღებას ძალიან გაგებით და სიხარულით შეხვდა იმიტომ, რომ ისინი მეტად დაცულები იქნებიან,ასევე მათ იციან, რომ თუ ეს სისტემა იმუსავებს ბიზნესს ცაკეტვა აღარ ემუქრება. ის რომ დამსაქმებელს ყველა აცრილი ჰყავდეს ეს მისი პასუხისმგებლობაა.

,,მომავალ კვირაში სამინისტრო გააკეთებს განცხადებას თუ როგორ შეძლებენ მოქალაქეები კოვიდ აპლიკაციის ჩამოტვირთვას,მასში ოთხივე პრინციპი ასახული იქნება ვირუსის გადატანა, 72 სთ-იანი პისიარ ტესტი, 24 სთ-იანი სწრაფი ტესტი და ორჯერ აცრა",- განაცხადა გამყრელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×