ხატია ბერიძე
17.11.2021

საქართველოს კანონში საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებები ძირითადად ორ საკითხს უკავშირდება; მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილში დამატებითი სავალდებულო გამოცდის ჩაბარება და მოპედის რეგისტრაციიის აუცილებლობა.

ძირითად სიახლეს წარმოადგენს მოპედის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში მოქცევა. მოპედი დაექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას და მის სამართავდ პირს ახალი, AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება დასჭირდება.

მოპედებზე თავისებურების გათვალისწინებით გავრცელდება სხვა მექანიკური საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.

მოპედის მართვის უფლების მოპოვების მინიმალური ზღვარი 16 წლით განისაზღვრება დაა მისი მართვის უფლება ნებისმიერი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მქონე პირს შეეძლება.

AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება და ამავე კატეგორიაში შემავალი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. 2022 წლის 28 მარტიდან კი სავლდებულო გახდება.თავიდაპირველად, მოპედების რეგისტრაციას ტექ-ინსპექტირების ცენტრებშიც შეძლებენ.

კანონპროექტი ითვალისწინებს შეღავათებს სოციალურად დაუცველი პირებისთვის.18 წელს მიუღწეველი პირები კი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვებისთვის მომსახურების საფასურს პირველ ცდაზე არ გადაიხდიან.

კანონპროექტის მიხედვით მართვის უფლების მისაღები პრაქტიკის გამოცდა ორეტაპიანი გახდება. პირველი ეტაპი დახურულ მოედანზე ჩატარდება, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომავალ მძღოლს უნარების ჩვენება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მოუწევს, შსს-ს მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.

ასევე იგეგმება, მართვის მოწმობის A2 ქვეკატეგორიის შემოღება, რომელიც საშუალო სიმძლავრის მოტოციკლს მოიცავს.

კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში დეპუტატებს მესამე მოსმენაზე წარუდგინა, რასაც მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა.

„ეს ყველაფერი უსაფრთხო საგზაო მოძრაობას უწყობს ხელს," - აცხადებს „რეზონანსთან" ორგანიზაციის ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთოებისთვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა.

„მართვის მოწმობის დღევანდელი პრაქტიკის გამოცდა არ შეესაბამება იმ სტანდარტულ მოძრაობას და წესებს, რასაც ქალაქში ვხვდებით. ყოველი მეორე საჭესთან ზის. გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება კი ნაწილობრივ შექმნის უსაფრთხო მოძრაობისთვს აუცილებელ გარემოს.

„რაც შეეხება ცვლილებებს მოპედთან დაკავშირებით, მისალმებელია, რადგან სამწუხაროდ ხშირად გვხვდებიან საჭესთან ბავშვები, რაც ტრაგიკულად დასრულებულა. აქედან გამომდინარე, ორივე სიახლე კარგია, მაგრამ შესაცვლელი ამ მიმართულებით კიდევ ბევრია", - განაცხადა გელა კვაშილავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×