ელზა პაპოშვილი
18.11.2021

სამეგრელოში არასრულწლოვანზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს. დაზარალებული 12 წლის ბიჭია. შემთხვევა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, ფაქტს თავად მამა შეესწრო, რომელიც შესაძლო დამნაშავე პირს ფიზიკურად გაუსწორდა. სწორედ ყვირილის და ხმაურის შემდეგ მეზობლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და ეჭვმიტანილის დაკავება ადგილზევე მოხდა.  

12 წლის ბიჭი მამასთან ერთად მარტო ცხოვრობს. გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული კი მამის მეგობარია, რომელმაც მამაკაცი ერთი წლის წინ გაიცნო. მას დაუახლოვდა და სახლშიც ხშირად სტუმრობდა. მეზობლები ეჭვობენ, რომ მამა-შვილთან მეგობრობის მიზეზი სწორედ ბავშვთან სიახლოვის სურვილი გახდა. 

„ფაქტი რადენიმე დღის წინ  მოხდა. დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი დაზარალებული 12 წლის მოზარდის სახლში მივიდა, სადაც მამა და არასრულწლოვანი ბიჭი ცხოვრობენ. ბრალდებულმა ალკოჰოლი დალია და აღნიშნული დანაშაული სწორედ ამის შემდეგ  მოხდა, რასაც მოგვიანებით მოზარდის მამა შეესწრო. 

“მამა ამბობს, რომ ისინი შიშვლები საწოლში ნახა, რის შემდეგაც ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაცა საშინელება ხდებოდა. მან მამაკაცს ცემა დაუწყო, რის შემდეგაც მეზობლებმა პოლიცია გამოვიძახეთ. 

“ბავშვი ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია. დედა არ ჰყავს და მამა ზრდის. როგორც ვიცით, პოლიციამ გამოკითხა და მასთან მუშაობას ფსიქოლოგები, სოციალური სამსახურის მუშაკები აგრძელებენ. მამაც მძიმე მდგომარეობაშია და ამბობს, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა და ასეთ რამეს  ნამდვილად ვერ მოიგონებდა. ბავშვიც ფაქტიურად ყველაფერს  ადასტურებს“, - ამბობს მეზობელი „რეზონანსთან“.    

12 წლის ბიჭს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. სწორედ ექსპერტიზის პასუხი იქნება მთავრი მტკიცებულება იმის ამბობენ თუ არა მამა-შვილი სიმართლეს.  

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მომდინარეობს, რაც 16 წლის ასაკის მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×