თეონა ვეშაგური
27.11.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „შემაშფოთებელი" უწოდა კორონავირუსის ახალ ვარიანტ „ომიკრონს", რომელსაც ახასიათებს მრავალი ახალი მუტაციები და ხელმეორედ დაინფიცირების მომეტებული რისკით ხასიათდება. - აღნიშნულზე სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი ხარებავა „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალ შტამის პათოგენურობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული ვარაუდები არსებობს, თუმცა, მისი სწრაფი გავრცელების ტემპებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული მალე დომინანტ შტამად მოგვევლინოს მთელს მსოფლიოში.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გამოიკვეთა ორი ძირითადი მომენტი რომელიც ვირუსის მაღალ საშიშროებაზე მიუთითებს.

„მიუხედავად იმისა რომ, ახალი შტამის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ჯერ არ არის, და ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ პროგნოზებთან, საყურადღებოა 2 ძირითადი მომენტი. პირველი ვირუსის ინფიცირების მაღალ უნარი, რაც გამოიხატება სამხრეთ აფრიკაში ინფიცირებულთა კლასტერის უჩვეულოდ სწრაფი ზრდით.

„და მეორე ის არის, რომ ამ შტამს გააჩნია ძალიან დიდი რაოდენობის ახალი მუტაციები. ვირუსში აღნიშნულია 50-ზე მეტი ახალი მუტაცია, აქედან სადღაც ნახევარზე მეტი არის გენომის იმ მნიშვნელოვან ზონაში, რომელიც აკოდირებს სპაიკ პროტეინს.

„როდესაც მუტაციები ამ ზონაში გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ვირუსის ინფიცირების უნარი მოდიფიკაციას განიცდის. ეს სპაიკ პროტეინი სწორედ ის მექანიზმია, რითიც ვირუსი ორგანიზმში აღწევს. და მისმა მოდიფიცირებამ შესაძლებელია გაზარდოს ვირუსის მიერ ადამიანის უჯრედების ინფიცირების ეფექტურობა." - განაცხადა გიორგი ხარებავამ.

იგი ვაქცინაციის ეფექტურობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ შესაძლოა ახალი შტამი ვაქცინების მიმართ ნაწილობრივ რეზისტენენტული აღმოჩნდეს.

„რადგანაც არსებული ვაქცინები სწორედ ამ სპაიკ პროტეინის წინააღმდეგ არის დადიზაინერებული მუტანტური სპაიკ პროტეინის მქონე ვირუსი შესაძლოა ნაკლებად მგრძნობიარე იყოს ვაქცინის საფიძველძე წარმოქმნილი ანტისხეულების მიმართ.

„ეს მოსაზრებები ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზეა, სწორედ ეს იძლევა შეშფოთების საფუძველს.

„მიმდინარეობს კვლევის პროცესი და იმედია ომიკრონი რეკლასიფიცირდება უფრო დაბალი რანგის კლასიფიკაციაში ჯანდაცვის საერთასორისო ორგანიზაციის მიერ.

„ამ ეტაპზე რისკები მაღალია და სწორედ ეს იწვევს ყურადღებას. ფაქტია, რომ ვირუსს სწრაფად გავრცელების უნარი აქვს. ეს იქნება მეხუთე შტამი და თუ მან დომინანტური ადგილი დაიკავა, არ არის გამორიცხული გამოიწვიოს კიდევ ერთი დამატებითი პიკი, მაგრამ რამდენად გაზრდის უარყოფით მაჩვენებლებს თუნდაც ლეტალობის მხრივ ჯერ უცნობია", -განაცხადა ხარებავამ.

ამასთან, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ახალი შტამის შესახებ მიმართვას ავრცელებს.

„მაშ ასე, ახალი შტამის სახელია „ომიკრონი" და ის შეშფოთების ვარიანტად იქნა დასახელებეული „variant of concern". მისი მთავარი პრობლემაა გავრცელების სისწრაფე და მუტაციების დიდი რაოდენობა - 2 ჯერ მეტი, ვიდრე დელტა შტამის პირობებში და 500-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე პირველადი ვუჰანის ვირუსი.

„ევროკავშირმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რომ შეწყვიტოს სამხრეთ აფრიკიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან მგზავრების მიღება. უკან დაბრუნება შეუძლიათ მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ მიუხედავად თავის ვაქცინაციის სტატუსისა ყველას მოუწევს კარანტინი. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა თავის წევრ ქვეყნებს სასწრაფოდ გაზაროდს დარჩენილი ვაქცინაცის ტემპი და გაამკაცროს წესები, პირბადების ტარებასა და რაც მთავარია სახლიდან მუშაობაზე, მაშინ როცა ამის შესაძლბელობა არის (სხვათაშორის, საქართველომ სრულიად უგულვებელყო ეს მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყენებს და თითქმის არ გამოუყენებია დისტაციურად მუშაობის მანდატორული მოთხოვნა)

„ასეთი ამბები მსოფლიოში... კიდევ კარგი საქართველოს არ ანაღვლებს კოვიდი", - წერს ის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჭირო იქნება რამდენიმე კვირა იმის დასადგენად, თუ როგორია კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავლენა და რამდენად არის ის გადამდები.

ჯანმომ „ომიკრონის" შესახებ პირველად სამხრეთ აფრიკიდან 24 ნოემბერს მიიღო ცნობები. კორონავირუსის ეს ვარიანტი ბოტსვანაში, ბელგიაში, ჰონკონგსა და ისრაელშიც აღმოჩნდა. ხუთშაბათს რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა სამხრეთ აფრიკასთან საავიაციო მიმოსვლა.

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით კი, კორონავირუსის „ომიკრონი" შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას" ვირუსია. ამის შესახებ გერმანული „ბერლინერ ცაიტუნგი" წერს.

მონტგომერის თქმით, სპეციალისტებს ჯერ არ აქვთ ზუსტი პასუხი, თუ რამდენად საშიშია „ომიკრონი", თუმცა ცნობილია, რომ ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.

„ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ეს შტამი შესაძლოა გახდეს ისეთივე ადვილად გავრცელებადი, როგორიც „დელტაა" და ისეთივე საშიში, როგორიც „ებოლას" ვირუსია. კაცობრიობამ თავიდანვე არასათანადოდ შეაფასა კორონავირუსის საფრთხე და მას გრიპს ადარებდა. ბევრი ქვეყანა თვლიდა, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას შეძლებს, თუმცა შემდეგ „დელტა" შტამი გაჩნდა", - აცხადებს მონტგომერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×