ელზა პაპოშვილი
03.12.2021

ქობულეთში კოსტავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა. 30 წლამდე მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა  მიაყენეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მოკლული მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა და ის მკვლელს იცნობდა. 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქობულეთში მანდარინის საკრეფად იყო ჩასული და ის სასტუმროში ცხოვრობდა, რომლის მიმდებარედაც დანაშაული მოხდა. ასევე სამუშაოდ  ქობულეთში ბოლნისიდან მსხვერპლი იყო ჩასული. მას მკვლელმა შელაპარების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

„როგორც გავიგეთ ქალბატონი სადღაცას ბარში ძალის გამოყენებით წაუყვანიათ. ამბობენ, გარდაცვლილმა ქალი აიძულა, რომ გაყოლოდა. სავარაუდოდ, სიტყვიერი დაპირისპირება ამის გამო დაიწყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილი რკინით დაკავებულის ცემას აპირებდა. ის თავს იცავდა და სწორედ ამ ძიძგილაობაში გარდაცვლილმა დაზიანებები თავად მიიღო. ორივე მანდარინის კრეფაზე მუშაობდა. სანამ მივიდნენ და გააშველეს, სიტუაცია ფატალურად დასრულდა. ფაქტობრივად შემოაკვდა. ისიც თავს იცავდა და მისი მოკვლა, როგორც თავად უთქვამს, არ უნდოდა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ის ჯერჯერობით დაკავებული არ არის. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×