ელზა პაპოშვილი
22.12.2021

საზარელი მკვლელობა თბილისში-ვარკეთილში 5 თვის ორსული გოგინა ქმარმა დანით მოკლა. მას მრავლობითი ჭრილობები მიყენა, რის შემდეგაც 22 წლის გოგონა დაიღუპა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლი საკუთარი 13 წლის დის თვალწინ მოკლა და ადგილიდან მიმალვას შეეცადა. მათ ერთი წლის შვილი დარჩათ. მამაკაცის დაკავება პოლიციამ ადგილზევე შეძლო და ის უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

მცირეწლოვანი ბავშვი სახლიდან უკვე გაყვანილია და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბრალდებულს ფისიქიკური პრობლემები აქვს და არ გამორიცხავენ, რომ ცოლის მკვლელობის  მიზეზი ეს გამხდარიყო. 

მეზობლები იმასაც ყვებიან, რომ კონფლიქტს ადგილი რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა და გოგონა სახლიდან წასული იყო. თუმცა ის უკან ქმართან დაბრუნდა. 

„რაც გავიგეთ, ისაა, რომ ქმარმა 5 თვის ორსული 22 წლის გოგონა დანით დაჩეხა. ეს კი საკუთარი არასრუწლოვანი 13 წლის დის და 1 წლის შვილის თვალწინ ჩაიდინა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი და რა მოხდა დეტალები არ ვიცით. მხოლოდ მაშინ შევიტყვეთ ამ საშინელების შესახებ, როცა პოლიცია უკვე ადგილზე მოვიდა. 

“გოგონა ადგილზევე გარდაცვლილა. მას მრავლობით ჭრილობები აქვს მიყენებული. სადღაც 5 თუ  6 ჭრილობა აქვს. როგორ გავიგეთ კონფლიქტი ერთი კვირის წინაც ჰქონიათ. ახლობლებს გოგონა სახლიდან წაუყვანიათ. მერე რატომ დააბრუნეს უკან და რა მოხდა, არ ვიცით. ჩვენც ეს ვიცით რასაც ახლობლები ყვებიან“, - უყვება „რეზონანსს“ მოკლული გოგონას მეზობელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×