ხატია ბერიძე
28.12.2021

მეცნიერებმა ახალი შტამის „ომიკრონი" უკვე გამოიკვლიეს. მათი ინფორმაციით, ვირუსის სიპტომები ვაქცინირებულთა და არავაქცინირებულებს შორის განსხვავებულია. „ომიკრონი" ძირითადად სასუნთქ გზებს აზიანებს. საბოლოოდ კი ასკვნიან, რომ „დელტასტან" შედარებით ნაკლებად კონცეტრირდება ადამიანის ორგანიზმზე, მაგრამ 70%-ით მეტი აქვს გადამდებლობა. არსებული ვაქცინების ეფექტურობა, „დელტა" შტამთან შედარებით, ბევრად დაბალია. რაც ყველაზე საინტერესოა, სხვადასხვა ვაქცინები „ომიკრონის" წინააღმდეგ სხვადასხვანაირად მოქმედებს.

ნიუ-ორკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ექიმი, დოქტორი კრეიგ სპენსერი „ომიკრონ" შტამისთვის დამახასიათებელ სიპტმოებზე საუბრობს. იგი აკვირდებოდა ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტებს, რის შედეგადაც საინტერესო დასკვნამდე მივიდა.

„თითოეულ პაციენტს, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი მესამე დოზა მიიღო, მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა. ეს მოიცავდა ყელის ტკივილს, დაღლილობას და კუნთების ტკივილს. მათ არ უჭირდათ სუნთქვა და არ აღენიშნებოდათ ქოშინი.

„პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს „ფაიზერის" ან „მოდერნას" კოვიდ ვაქცინის ორი დოზა, ასევე მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ, თუმცა უფრო მეტი, ვიდრე სამჯერადად ვაქცინირებულებს. ორი დოზით ვაქცინირებულებს უფრო ძლიერად გამოხატული დაღლილობა და ხველა ჰქონდათ", - აცხადებს ექიმი.

მისივე ინფორმაციით, „ჯონსონ ენდ ჟონსონით" ერთჯერად აცრილებში დაავადება კიდევ უფრო რთული ფორმით მიმდინარეობდა. ამ ჯგუფის პაციენტებს რადენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, სისუსტე, ქოშინი და ხველა აღენიშნებოდათ.

ექიმი სპენსერი აღიშნავს, რომ პაციენტები, რომელსც ჰოსპიტალიზცია დასჭირდათ, ვაქცინირებულები არ იყვნენ. არავაქცინირებულებს აღენიშნებოდათ ძლიერი ქოშინი და ჟანგბადის დონის დაქვეითება სიარულის დროს.

უჯრედული დიაგნოსტიკის მეცნიერმა, ექიმმა ბრიუს პატერსონმა განაცხადა, რომ „ომიკრონის" ყველა შემთხვევისთვის დამახასიათებელი სიპტომია დაღლილობა. პაციენტებს ასევე აღენიშნებათ გემოსა და ყნოსვის დაკარგვის შეგრძნება. ამასთან, მისივე ინფორმაციით, „ომიკრონ" ვარიანტს ნაკლებად მძიმე სიმპტომები ახასიათებს, ვიდრე სხვა შტამებს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ „ომიკრონი" მსუბუქია იმ ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია. ასე რომ, საქართველოში რა სცენარი გვექნება, ამის წარმოდგენა, ვაქცინაციის ჩვენი დონიდან გამომდინარე, ჯერ ძნელად პროგნოზირებადია.

„გარკვეული მოლოდინი არის, რომ ინფექციის მიმდინარეობა შედარებით მსუბუქია. მაგრამ ამა თუ იმ ქვეყანაში, მათი ვაქცინაციის მაჩვენებლისა და მოსახლეობის სხვადასხვა ფენის მოცვისდან გამომდინარე, როგორ მოიქცევა ეს შტამი, ბოლომდე არავინ იცის.

„ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. მას შეუძლია დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა, ქრონიკული დაავადებები, ჯანდაცვის სექტორის სხვადასხვა პრობლემები, იგივე შიდა ინფექციის კონტროლი და ა.შ. - შეიძლება ეს მაინც გახდეს პრობლემის მატარებელი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

სხვა კვლევები აჩვენებს, რომ „ომიკრონი" მარტივად უსხლტება ბუნებრივი გზით შეძენილ იმუნიტეტს და ასევე ვაქცინაციით მიღწეულ იმუნიტეტსაც.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის მკვლევრებმა „ომიკრონთან" მიმართებაში ამერიკული და ჩინური ვაქცინების ეფექტიანობის შეისწავლეს. ორ 25-25-კაციან ჯგუფში ჩაატარებული კვლევის მიხედვით, „ფაიზერით" აცრილთა ჯგუფში ვირუსის განეიტრალება მოახერხა მხოლოდ ხუთმა ადამიანმა, ანუ ვაქცინის ეფექტურობამ 20-24% შეადინა, ხოლო „სინოვაკის" ჯგუფში შემავალმა ვერცერთმა ადამიანმა ეს ვერ მოახერხა.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა და ჯამში 78 ათასი ადამიანი მოიცვა, „ფაიზერის" ორ დოზას შენარჩუნებული აქვს მძიმე დაავადებისგან დაცვისა და ჰოსპიტალში მოხვედრის 70%-იანი მაჩვენებელი. თუმცა, 33%-მდეა დასული ყველა ფორმის დაავადებისგან დაცვა, თუმცა „ფაიზერის" მესამე, ბუსტერ დოზის მიღების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 75.5%-მდე იზრდება.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას", „ფაიზერის" ბუსტერის დამატების შემთხვევაში მისი ეფექტიანობა 71,4%-ია.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ „ომიკრონის" შტამი როგორც სიპტომებით, ასევე დაავადების მიმდინარეობითაც აქამდე არსებული შტამებისგან განსხვავდება.

„საქართველოში „ომიკრონის" არც რაოდენობრივი მაჩვენებელია მაღალი და არც დიდი ხნის შემოსულია საიმისოდ, რომ დაკვირვება შემძლებოდა. აქედან გამომდინარე მე ვიზიარებ ჩემი უცხოელი კოლეგების აზრს, რომ „ომიკრონი" „დელტსთან" შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

„ჩემი დაკვირვებით, ამ დროისთვის „ომიკრონით" ინფიცირებულ პაციენტებს ფილტებში დაზინებები არ აღენიშნებათ, „დელტას" დროს კი ასე არ იყო.

„ომიკრონის" ძირითადი სიპტომია ყელის სიმშრალე და მისი ტკივილი. მართალია, მიმდინარეობა უფრო მსუბუქია, მაგრამ სწრაფი გავრცელების ტემპი არ გვაძლევს ყურდღების მოდუნების სშუალებას. „ომიკრონს" 70%-ით სწრაფი გავრცელება ახსიათებს, ვიდრე „დელტას". ამ ვარიანტის მოქმედება რომ შევაფასო აუცრელებსა და აცრილებში, ამისთვის ჯერ დროა საჭირო, რადგან ჩვენს ქვეყანაში ესესაა გამოჩნდა ვირუსის ეს ვერსია. მაგრამ მგონია, რომ ისეთივე იქნება, როგორც სხვა ქვეყნებია", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×