რეზონანსი
30.12.2021

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი ელჩი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, საფფეთ ბაირაქთუთანს.

სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დოქტორმა თამარ შიოშვილმა ელჩს გააცნო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 20-წლიანი თანამშრომლობის ისტორია და IBSU-ს ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამაა ამ მიმართულებით საქართველოში.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აშშ-ს საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობის დიდი ისტორია გააჩნია, რითაც ვამაყობთ. ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, ამერიკისმცოდეობის პროგრამის ფარგლებში მრავალფეროვან ერთობლივ აქტივობებს. ასევე, უნდა აღინიშნოს, ცოტა ხნის წინათ აკრედიტებული ჩვენი ახალი სამაგისტრო პროგრამა „ციფრულ მედია და კომუნიკაცია", რომელიც საელჩოს დახმარებით და აშშ-ს ლოიოლას უნივერსიტეტის პროგრამის ანალოგიით მომზადდა," - განაცხადა IBSU-ს რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა.

როგორც შეხვედრის დროს ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, ამერიკისმცოდნეობის პროგრამა აერთიანებს ქართულ და ამერიკულ კულტურას და ფანტასტიური შესაძლებლობაა ამერიკასა და საქართველოს შორის კავშირების გასაძლიერებლად.

„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა შევხვედრიდი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს," - განაცხადა ელჩმა.

კელი დედგნანთან შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტითან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×