თამთა ჩაჩანიძე
04.01.2022

როგნოზი, რომ პანდემიას „ომიკონი" დაასრულებდა, არ გამართლდა. საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს. მკვლევარები ამბობენ, რომ ის შეიცავს 46 მუტაციას - კიდევ უფრო მეტს, ვიდრე „ომიკრონი", რაც მას უფრო მდგრადს ხდის ვაქცინების მიმართ.

აღნიშულ შტამს დროებითი სხელი B.1.640.2. უწოდეს. მედიის ცნობით, ის პირველად 10 დეკემბერს მარსელში დაუდასტურდა კამერუნიდან ჩასულ პირს. მარსელის მახლობლად ახალი ვარიანტის სულ მცირე 12 შემთხვევა დასტურდება.

სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ხარებავა „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მთლიანობაში აღნიშნული ვარიანტი ჩვეულებრივ შტამთან შედარებით ძალიან მოდიფიცირებულია, არ უკავშირდება „ომიკრონს", 5-დღიანი მონაცემები და ვირუსის გენომის სუფთა ტენიკური მაჩვენებლები კი მიუთიტებს იმაზე, რომ პოტენციურად შანსია, რომ შესაძლოა ამ ვირუსმა უფრო მეტი პრობლემები გამოიწვიოს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა აქამდე არსებულმა შტამმა.

„29 დეკემბერს გამოქვეყნდა ერთი სტატია, სადაც ეს ახალი შტამი იყო აღწერილი. ფაქტიურად ხუთ დღეში პატარა რეზონანსი გამოიწვია იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო მეტ მუტაციებთან გვაქვს საქმე, ვიდრე „ომიკრონის" შემთხვევაში აღინიშნა. აქ დაახლოებით 46 მუტაცია და კიდევ დამატებითი სხვა გენეტიკური მოდიფიკაციებია.

„მთლიანობაში ვირუსი ჩვეულებრივ შტამთან შედარებით ძალიან მოდიფიცირებულია, თუმცა უშუალოდ ეს ვირუსი „ომიკრონის" შტამს არ უკავშირდება. ეს უფრო „ალფა" და „დელტა" ვარიანტებს ჰგავს, რადგანაც ის მუტაციები გააჩნია, რომელმაც ამ ვარიანტებს თავის დროზე გავრცელებადობა და ძლიერი გადადების უნარი მიანიჭა.

„საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ დიდი რაოდენობით მუტაციებიდან, სადღაც 20-ზე მეტი სპაიკ ცილაშია - იმ ცილაში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ვაქცინების სამიზნეა. ამრიგად, ამ ეტაპზე ჩვენ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ამ ვირუსს შესაძლოა ჰქონდეს გავრცელების გაცილებით უფრო ძლიერი უნარი, ვიდრე წინა ვირუსებს, უკვე ცნობილი მუტაციების გამო და ასევე ვაქცინებისადმი რეზისტენტობა, რადგანაც სპაიკ პროტეინი ისევ და ისევ უკვე მოდიფიცირებულია. მაგრამ ესაა „ომიკრონისგან" განსხვავებული აბსოლუტურად ახალი ვარიანტი და პარალელურად წარმოშობილი.

„ჯერჯერობით მარსელის მახლობლად 20-ზე ნაკლები შემთხვევაა აღწერილი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიოზაციის კლასიფიკაციით, ეს ვირუსი მხოლოდ და მხოლოდ კვლევითია. ანუ ისინი ჯერ მხოლოდ აკვირდებიან და ჯერჯერობით შემაშფოთებელი არ ჰქვია და იმედია ასეც დარჩება. თუმცა ამ ვირუსის გენომის სუფთა ტენიკური მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ პოტენციურად შანსია ამ ვირუსმა უფრო მეტი პრობლემები გამოიწვიოს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა აქამდე არსებულმა შტამმა.

„ამ შტამისგან გამოწვეულ ლეტალობაზე და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე ამ ეტაპზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ მხოლოდ და მხოლოდ 20-ზე ნაკლები შემთხვევაა. აღნიშნულ ინფორმაციაში კი კლინიკური მონაცემები საერთოდ არაა. აქაა ვირუსის შესახებ ბიოლოგიური მონაცემები, რომელიც იმის საფუძველს იძლევა, რომ შესაძლოა ეს ვირუსი იყოს უფრო ლეტალური, უფრო გავრცელებადი და ვაქცინებისადმი უფრო რეზისტენტული. მაგრამ რეალურად არანაირი ინფორმაცია ამის დამადასტურებელი ამ ხუთი დღის მანძილზე, რაც ეს ვირუსია აღწერილი, არ არსებობს," - განაცხადა ხარებავამ.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ კი განაცხადა, რომ საფრანგეთში გავრცელებული ახალი შტამის ვირუსს 42 ახალი მუტაცია აღენიშნება, აქედან 6 არის წვეტის ცილის რეგიონში, რაც პასუხისმგებელია ვირუსის უჯრედის შეჭრაზე. ამბობს, რომ ძალიან ადრეა საუბარი, რომ „ომიკრონმა" დაასრულა პანდემია - საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი ადასტურებს, რომ ამ ვირუსის უნარი, განიცადოს მუტაცია მართლაც უპრეცედენტოა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×