ელზა პაპოშვილი
11.01.2022

ბურუსით მოცული გარდაცვალება - მუხროვანში ადილობრივებმა დილით ხეზე მიბმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. თავიდან ეგონათ, რომ ის ნასვამი იყო და გადაადგილება უჭირდა. თვითმხილველების თქმით, მას სხეულზე მრვალობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა ირგვლივ სისხლის კვალი არსად ჩანდა. პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის 115-ე მუხლით დაიწყო, თუმცა ადგილობრივები დარწმუნებული არიან, რომ უცნობი მამაკაცი ჯერ სხვაგან მოკლეს, შემდეგ კი ცხედარი მიიტანეს. 

„ხეზე იყო მიყუდებული. ჯერ ადგილობრივებს ეგონათ, რომ ნასვამი კაცი ვეღარ მიდიოდა და ხეს მიეყუდა. შეეხმიანენ, ახლოს მივიდნენ, მაგრამ საზრელი სურათი დახვდათ. გარდაცვლილი ხეზე იყო მიყუდებული და მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ვინც გარდაცვლილი ნახა  ამბობენ, რომ ვენები ჰქონდა გადაჭრილი, მაგრამ ერთი წვეთი სისხლიც კი არსად იყო დაღვრილი. ამიტომ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ სხვა ადგილას არის მოკლული და მერე იქ მიტანილი. ადგილობრივი არ არის. ვერ ვიცანით. აზრზე არ ვართ ვინ არის“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

კიდევ ერთი მცხოვრები ამბობს, რომ მამაკაცი ხეზე ქუდით იყო მიბმული. ის დაუსახლებელ ადგილას გამთენიისას  ნახეს. საზარელ შემთხვევასთან დაკავშირებით ისიც ფიქრობს, რომ მამაკაცი მოკლულია.  

„თუ თავი მოიკლა, იქ სისხლი რატომ არ იყო? ასეთი რამ ვის გაუგია, რომ კაცმა თავი მოიკლას, ვენები გადაისეროს და ერთი წვეთი სისხლი ადგილზე დაღვრილი არ იყოს. შესაძლოა სადღაც მკვლელობა დაუკვეთეს, ან შემოაკვდათ და მერე, თავიდან მოშორების მიზნით, პოლიციას კვალი რომ აურიონ, ჩვენს სოფელში მოიტანეს. თანაც დილით, გამთენიისას არის მოტანილი, როცა ხალხს სძინავს და ფაქტის თვითმხილველი არავინ იქნებოდა. ძალიან უცნაური ამბავია და ახალგაზრდის ამ მდგომარეობაში ნახვამ ნამდვილად შეგვძრა“, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×