ელზა პაპოშვილი
11.01.2022

საფრანგეთში 25 წლის ალექსი გოგუა მოკლეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალგაზრდა მამაკაცს მარსელში არაბმა ემიგრანტმა რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. 

არაბმა ემიგრანტმა ალექსი გოგუას მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვა სცადა. შელაპარაკების შემდეგ კი 25 წლის მამაკაცს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობები მიაყენა. მედიკოსები მას ოპერაციას 6 საათის განმავლობაში უკეთებდნენ. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

გარდაცვლილი ახალგაზრდა ჩხოროწყუდან იყო. მან ცოლი 10 თვის წინ შეირთო. ისინი 4 თვეა, რაც საფრანგეთში იმყოფებიან. 

„რაც ჩვენ მისი მეუღლისგან ვიცით, რომელიც მომხდარის უშუალო თვითმხილველია, არაბმა მას ტელეფონი ჩანთიდან მოპარა. ალიკამ ეს დაინახა და ამაზე შელაპარაკება მოხდა. ალიკას არც დაურტყამს და არც სხვა სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. უბრალოდ, უხსნიდა, რომ ტელეფონი დაებრუნებინა. მან მოულოდნელად დანა თუ რაღაცა სხვა ნივთი ამოიღო და ალიკას პირდაპირ გულში დაარტყა. ასე 4 თვე იქნება, რაც ცოლ-ქმარი საფრანგეთში წავიდნენ. ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს“, - ამბობს ჩხოროწყუში გარდაცვლილის ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.

მეორე მეზობლის ინფორმაციით კი, ალექსი გოგუას ე.წ. შტირი მოულოდნელად ჩაარტყეს. მან არაბი და მასთან ერთად კიდევ ერთი თანმხლები პირი გვერდით გაიყვანა. სავარაუდოდ, სთხოვდა მისი ცოლისთვის მოპარული ტელეფონი დაებრუნებინათ და სწორედ ამ საუბრის დროს მას მოულოდნელად დაარტყეს. 

„ცოლი ამბობს, რომ მეგონა დასალაპარაკებლად გვერდით გავიდნენო. ალიკა მათ უხსნიდა, რომ მოპარული ტელეფონი დაებრუნებინათ. სწორედ ამ საუბრის დროს მას ე.წ. შტირი ჩაარტყეს. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი და უჭირდათ. ამიტომ ფიქრობდნენ იქნებ საფრანგეთში ემუშავათ და მათ ცხოვრებაში რამე შეცვლილიყო. გული მიკვდება ისეთი უბედურება ხდება. როგორც თქვეს, ისინი პოლიციამ უკვე დააკავა. განადგურებულები ვართ“, - ჰყვება გარდაცვლილის მეზობელი „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×