ელზა პაპოშვილი
22.05.2022

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე შაბათს მომხდარი სასტიკი მკვლელბის შესახებ „რეზონანსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების ინფრომაციით, 30 წლამდე კაცმა საკუთარ მეუღლე, 27 წლის ქალი სამი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ავტობუსში მოკლა. მკვლელლობა კი სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. კაცის გაღიზიანება ცოლის ტელეფონზე მოსულმა „ესემეს“ შეტყობინებამ გამოიწვია.  მან ცოლს ჯერ ყვირილი დაუწყო, შემდეგ კი მოულოდნელად დანა ამოიღო და სანამ მგზავრები მის გაკავებას მოასწრებდნენ, ქალს რამდენჯერმე ჩაარტყა. 

ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სანამ დაბნეული და შოკირებულმი მგზავრები მის გადარჩენას ცდილობდნენ, მამაკაცი გაჩერებული ავტობუსიდან ჩახტა. ის მოვლენებს თვალს შორიახლოდან ადევნებდა. პოლიციას ქუჩაში ელოდებოდა და ადგილიდან არც დაძრულა. 

კაცი პოლიციამ ადგილზევე დააკავა, ხოლო ბავშვები და თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.    

„ყევლაფერი ძალიან სწრფად მოხდა. ქალს ტელეფონზე „ესმეს“ შეტყობინება მოუვიდა. უკან სამ შვილთან ერთად ისხდნენ. კაცმა უცბად ყვირილი დაუწყო - ვინ არის და ა.შ. ხალხი ჯერ ვერ მიხვდა რა ხდებოდა. უცბად წამოხტა და დანით ქალს ჩეხვა დაუწყო. 

„ისეთი გამწარებული ურტყამდა, ხელიდან დანა ვერავინ წაართვა. ჯერ ყელის არეში ურტყამდა, შემდგე  კი გულში. გოგო პატარა წინაღმდეგობას უწევდა, მაგრამ ვერ მოიგერია. ვერავინ შეძლო ამ ცხოველის გაკავება. 

„ხალხი ყვიროდა  და ავტობუსი მძღოლმა გააჩერა. კაცმა რომ დაინახა ქალმა უკვე გონება დაკარგა, ავტობუსიდან ჩახტა და შორიახლოდან თვალს ადევნებდა. ადგილიდან არ გაქცეულა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. ვის ურეკავდა და რას ამბობდა, ხალხს არ ესმოდა. სასწრაფო და პოლიცია რომ მოვიდა, ქალი უკვე მკვდარი იყო“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“.    

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებულის ადვოკატი სულხან კომახიძე კი ამბობს, რომ ბრალდებული მომხდარს ვერ იხსენებს.

„შევხვდი მას და ფაქტებს ვერ იხსენებს. გაოგნებულია მომხდარით, სინანულშია და რა მოხდა, ჯერჯერობით ამის აღდგენა უჭირს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×